• რეკლამა
  • კონტაქტი
19:49, კვირა, 25 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სემეკი განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციას უმასპინძლებს

ალია ავტორი - ალია
11:07 09-24-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
641

26-28 ოქტომბერს, ქ. თბილისში განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) უმასპინძლებს.  კონფერენციის მიზანია განახლებადი ენერგიის სექტორისადმი ინვესტორების ინტერესის გაზრდა და ახალი ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა. კონფერენციის ორგანიზატორები არიან ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) პროექტი – ევროკავშირი ენერგეტიკისთვის EU4Energy და ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA). კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელი.

სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის დისკუსიები სხვადასხვა ქვეყნებში განახლებადი ენერგიის პოლიტიკისა და განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კლიმატის შესახებ. კონფერენციის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა ინვესტორებს წარუდგინონ განახლებადი ენერგიის პოტენციური საინვესტიციო პროექტები. კონფერენციის მესამე დღე მიეძღვნება სემეკის 25 წლის იუბილეს.
კონფერენციაზე  განახლებადი ენერგიის სექტორის მიმართულებით მომუშავე  და პოლიტიკის განმსაზღვრელ  პირებს, ექსპერტებს, მარეგულირებლებსა და ინვესტორებს შესაძლებლობა ექნებათ იმსჯელონ განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ენერგიის მნიშვნელობაზე ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაციისთვის. ასევე, განხილული იქნება განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ენერგიის ხელშემწყობი და წამახალისებელი მექანიზმები, როგორიცაა საინვესტიციო დახმარება, გადასახადისგან გათავისუფლება ან შემცირება, გადასახადის დაბრუნება, მწვანე სერტიფიკატი თუ პირდაპირი ფასის მხარდამჭერი სქემები, რომლებიც სპეციალურ მწვანე ტარიფსა და პრემიალურ ტარიფს მოიცავს, მიმართულია განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების სტიმულირებისა და ინვესტორების ინტერესის გაზრდისკენ.
ენერგეტიკის სექტორში მსოფლიო მასშტაბით განვითარებული მოვლენებისა და რყევების ფონზე, განახლებადი ენერგიის წყაროების მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება. განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ენერგია, არამხოლოდ ეხმარება ქვეყნებს შეავსონ წარმოქმნილი ენერგიის დეფიციტი, არამედ  წარმოადგენს კლიმატის ცვლილებების საპასუხოდ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რომელიც ემსახურება კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობისა  და სათბურის გაზების დაბალემისიიანი განვითარების   უზრუნველყოფის შესახებ პარიზის შეთანხმების გლობალური მიზნების მიღწევას. ამ ამბიციური მიზნების მისაღწევად და ემისიების მნიშვნელოვნად შესამცირებლად საჭიროა ფართომასშტაბიანი ინვესტიციების განხორციელება. შესაბამისად დღის წესრიგში დგას  მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მოზიდვა, ახალი ტექნოლოგიური ჩარჩოების შექმნა და სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო აქტორებს შორის შესაძლებლობების გაძლიერება.
სემეკი არის ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER)  ასოცირებული წევრი, ხოლო ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) სრულუფლებიანი წევრი. ERRA-ს მეორე ვადით ხელმძღვანელობს სემეკის წევრი, მაია მელიქიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved