ComCom-ის მიერ გამოცხადებულ აუქციონში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, „სელფი მობაილმა“ გაიმარჯვა. აბსტრაქტული 4 ლოტის ფარგლებში,
კომპანიამ 2100 მჰც და 2600 მჰც დიაპაზონებში სიხშირეები შეიძინა, რომელთა საფასურმაც ჯამში 23 598 970 ლარი შეადგინა.
სიხშირული რესურსის მოპოვების შემდეგ, მობილური ოპერატორი შეძლებს გააუმჯობესოს არსებული ქსელის ხარისხი დასახლებულ პუნქტებში.
“კომპანია „სელფი მობაილის“ მომართვის საფუძველზე, ComCom–ის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად გამოცხადებული იყო 6 აუქციონი, მათ შორის 4 აუქციონი 2100 მჰც სიხშირულ დიაპაზონში, ხოლო 2 აუქციონი 2600 მჰც სიხშირულ დიაპაზონში აბსტრაქტულ ლოტებზე” – წერს ComCom–ი.














კომენტარები