• რეკლამა
  • კონტაქტი
22:17, ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სეისმური სადგურის ჩანაწერები გამოვიყენეთ აფეთქების დამადასტურებლად – გოჩა ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
13:39 02-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ პარლამენტში ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა:

“მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მტკიცებულებების შეგროვებაში აქტიური ძალისხმევისთვის მადლობა გადავუხადო ყველა შესაბამის უწყებას, ვინც ჩვენთან ერთად მონაწილეობდა პროცესში, მათ ყოფილ თუ მოქმედ თანამშრომლებს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, მთავარი საგამოძიებო ორგანო – გენერალური პროკურატურა და მისი საგამოძიებო ნაწილი. დღეს ამ დარბაზში გვესწრება პროკურატურის გამომძიებელი მამუკა ფარულავა, რომელსაც პირადად აქვს უდიდესი დამსახურება ყველა შეგროვებული მტკიცებულების საქმეში დამაგრებისა და მტკიცებულებად ქცევის საკითხში და მას ვუხდი მადლობას; იგი იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში აგროვებდა მტკიცებულებებს და აძლიერებდა საქმეს;

მადლობას ვუხდი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებთან ერთადაც შევაგროვეთ რადარის ჩანაწერები, განაღმვის ამსახველი დოკუმენტაცია, კარტოგრაფიული მასალა და სხვა მტკიცებულებები; მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს, განსაკუთრებით კი, შიდა ქართლის პოლიციასა და საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურს;

მადლობას ვუხდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მთელი ამ პროცესის განმავლობაში აქტიური მხარდაჭერისთვის; საჭირო აუდიო- ფოტო- და ვიდეომასალების მოწოდებისთვის; ომისდროინდელი სატელეფონო მიყურადებების დამაგრებისა და მოწოდებისთვის; ასევე, ინოვაციური იდეებისთვის, როგორიც იყო, მაგალითად, სეისმური სადგურის ჩანაწერების გამოყენება აფეთქების დამადასტურებლად; მადლობას ვუხდი საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს ოკუპაციისა და განგრძობადი დარღვევების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოწოდებისთვის;

დაბოლოს, მადლობას ვუხდი იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც დღეს ამ დარბაზში იმყოფებიან; ამ ახალგაზრდა გუნდმა აჩვენა საოცარი შემართება, პროფესიონალიზმი და კომპეტენცია, რაც საკმარისი აღმოჩნდა მრავალრიცხოვანი იურისტებით დაკომპლექტებული ძლიერი ოპონენტის დასამარცხებლად;

განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის იმ პერიოდში იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს, ვისი ხელმძღვანელობითაც 2013 წლიდან არსებითი განხილვის ეტაპზე ვიმუშავეთ ამ საქმეზე; მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, ამ პროცესის უშუალო მხარდაჭერისათვის. სტრასბურგის სასამართლოს გდაწყვეტილება წარმოადგენს პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული დეოკუპაციის გეგმის განხორციელების მნიშვნელოვან ელემენტს. მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგა-მინისტრებს უწყებების ასეთი შეწყობილი ძალისხმევისა და მხარდაჭერისათვის.

მადლობას გიხდით თქვენ – საქართველოს დეპუტატებს ამ პროცესში პოლიტიკური მხარდაჭერისა და თანადგომისთვის“,- განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

თეგები: გოჩა ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდი
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარ-აგვისტოს საქმიანობა

14:07 08-19-2026
თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს

13:43 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved