• რეკლამა
  • კონტაქტი
07:46, კვირა, 1 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საზოგადოებრივ მაუწყებლის მარშის მონაწილეებმა სამოქმედო გეგმა წარადგინეს

ალია ავტორი - ალია
20:14 10-08-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
346

საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის წევრებმა შოთა რუსთაველის ძეგლთან განცხადება გააკეთეს სახალხო პროტესტის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

მარშის ერთ-ერთმა ლიდერმა გოტა ჭანტურიამ თქვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროტესტი გაფართოვდება, გაძლიერდება და პროპაგანდას ყველა შესაძლო რესურსით დაუპირისპირდება.

მან დაასახელა კონკრეტული გეგმა, რომლითაც, მისი თქმით, გეგმავენ “კიდევ უფრო აქტიურ ბრძოლას”.

განცხადება სრულად:

“ბოლო დღეების მოვლენები ცხადყოფს, რომ წინააღმდეგობის ახალი ფაზა იწყება. ამ კრიტიკულ პროცესში უპასუხისმგებლო პოლიტიკის დრო ნამდვილად არ არის. ჩვენთვის ნათელია, რომ წინააღმდეგობის ეს ფაზა საჭიროებს, ერთი მხრივ – განვლილის შეფასებას, მეორე მხრივ – სტრატეგიულ განახლებას. საზოგადოებრივი მაუწყებლის პროტესტთან მიმართებით სწორედ ეს შეფასება და განახლება გვინდა შემოგთავაზოთ.

ჩვენი პროტესტი 30 ნოემბერს დაიწყო და მას შემდეგ, წინააღმდეგობის არც ერთ დღეს საზ.მაუს წინ შეკრებისა და შემდგომი მარშის გარეშე არ ჩაუვლია. სწორედ ამ პრინციპულობით ჩამოვყალიბდით წინააღმდეგობის უმნიშვნელოვანეს კერად. 6 თვის განმავლობაში მოვიპოვეთ 20-ზე მეტი ეთერი საზოგადოებრივ მაუწყებელზე. 6 თვის განმავლობაში ვაწარმოეთ 150-ზე მეტი სახალხო ეთერი ტელევიზიის წინ, გავმართეთ 300-ზე მეტი მარში თბილისში და ათეულობით რეგიონებში. უწყვეტი რუტინის შედეგად, მივწვდით საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს. კონკრეტული შეძახილებითა და სათქმელით საჯაროდ შევძელით საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილების და პრობლემების არტიკულირება, რაც მთავარია – ყოველთვის ვიყავით რეჟიმის ტყვეებისა და მათი ოჯახების გვერდით.

გვჯერა, რომ ახლა, როდესაც ქვეყანაში ავტორიტარიზმი ყოველდღიურად ძლიერდება, მხოლოდ თანაგრძნობაზე დაფუძნებულ, პასუხისმგებლიან სახალხო წინააღმდეგობას შეუძლია დაუპირისპირდეს რეჟიმს. ახლა, როგორც არასდროს, აუცილებელია რეჟიმის ყველაზე მძლავრი იარაღისკენ, პროპაგანდისკენ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევის მიმართვა. სწორედ ამიტომ, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას რომ გავაფართოვოთ და გავაძლიეროთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროტესტი და პროპაგანდას ყველა შესაძლო რესურსით და ერთად დავუპირისპირდეთ.

ამისთვის ვგეგმავთ:

  • პირველი – საჯარო, განსაკუთრებით კი პერიფერიების სივრცეებში, პარკებში, მეტროსადგურებში თუ ბაზრობებზე იმ ინფორმაციის მასობრივად გაჟღერებას, რომელსაც სამთავრობო მედია წლებია მალავს. ამავდროულად, ციფრულ პლატფორმებზე ჩვენი პროტესტის გაძლიერებას და ინტერნეტ სივრცეში პროპაგანდასთან მეტად აქტიურ ბრძოლას.
  • მეორე – მარშების რუტინის ეტაპობრივ ცვლილებას, არა ყოველდღიური ტრაექტორიების გამეორებას, არამედ – მსვლელობის გზის გაფართოებას და გამრავალფეროვნებას, კონკრეტული თემით განსაზღვრულ დათქმულ თარიღებში საინფორმაციო მსვლელობების მასშტაბურ ორგანიზებას.
  • მესამე – ანალოგიური შეთავაზების გაკეთებას კრიტიკული მედიებისადმი, რაც მოთხოვნებიც გვქონდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან. ვგრძნობთ აუცილებლას, რომ საეთერო დრო მეტი სიხშირით უნდა დაეთმოს პროტესტის მონაწილე თუ მის გარეთ მყოფ ხალხს, ხალხის აზრს და არა მხოლოდ კარგად ნაცნობი პოლიტიკური სახეების სათქმელს.

გვინდა მტკიცედ, ეჭვშეუტანელი რწმენით ვთქვათ, ვერავინ შეძლებს ამ ქვეყნის ხალხში გააქროს თანაგრძნობა. ჩვენ ვაგრძელებთ ერთმანთის მხარდამხარ ბრძოლას და ვამბობთ, რომ ვიბრძოლებთ ბოლომდე, სინდისის ყველა პატიმრის გათავისუფლებამდე და საზოგადოების კუთვნილი სამართლის დაბრუნებამდე. თავისუფლებისთვის, თანასწორობისთვის, სოლიდარობისთვის – ბოლომდე”, – თქვა მან. (ფორმულა)

საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის წევრები მსვლელობით რუსთაველისკენ გაემართნენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved