• რეკლამა
  • კონტაქტი
16:39, სამშაბათი, 30 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საზღვრის უკანონო გადალახვა არის სტრესი? – პენიტენციურის თანამშრომელი სააკაშვილის საქმის ექსპერტს

ალია ავტორი - ალია
18:21 01-09-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,363

ამერიკელი ნევროლოგი, დოქტორი ემანუელ ლახანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დღეს დისტანციურად იკითხება, ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის წარსულ დიაგნოზებზე ინფორმაცია აქვს, თუმცა მისი დღევანდელი მდგომარეობა ციხეში მიღებულ ტრავმებს უკავშირდება.

დღეს, 9 იანვრის სხდომაზე ამერიკელი ნევროლოგის ჩვენების დროს, მიხეილ სააკაშვილის ძველ, პატიმრობამდელ დიაგნოზებზე კითხვები პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა დასვეს. მათი თქმით, სააკაშვილი არც ციხეში მოხვედრამდე ყოფილა “სრულად ჯანმრთელი” და მიუთითეს დიაგნოზებზე.

დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მალხაზ ურთქმელიძემ ამერიკელ ნევროლოგს ჰკითხა, საიდან ჰქონდა “ასეთი მწირი” ინფორმაცია, რომელიც დასკვნაში დაწერა, რომ “მიხეილ სააკაშვილი პატიმრობამდე ჯანმრთელი იყო”.

ამაზე ნევროლოგმა უპასუხა, რომ ინფორმაცია მიიღო როგორც ქართულ-ამერიკული იურიდიული გუნდისგან, ისე ცენტრ “ემპათიისგან”, ასევე განიხილა ყველა სამედიცინო ჩანაწერი.

ამის შემდეგ მალხაზ ურთქმელიძემ მიხეილ სააკაშვილის ძველი სამედიცინო ისტორიიდან ამოიკითხა დიაგნოზები.

“დოკუმენტაციაში დევს, რომ 3-4 წლის ასაკში გადატანილი აქვს მენინგოენცეპალიტი. 2012-13 წლებში მიღებული აქვს ტრავმები თბილისში, თურქეთში. 2017 წელს გაკეთებული აქვს სლივ-გასტრექტომია. ამ ოპერაციის მიზანი იყო რეზისტენტული, პათოლოგიური სიმსუქნის მე-3 ხარისხის მკურნალობა”, – თქვა ურთქმელიძემ და ექსპერტს ჰკითხა, იცოდა თუ არა მათზე?

“მე სრულად ვარ ინფორმირებული მისი გასტროენტეროლოგიური მდგომარეობის შესახებ”, – უპასუხა ემანუელ ლახანმა და ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მას სხვა შემთხვევებზეც უამბო, თუმცა არ ჩათვალა, რომ ნევროლოგიურად მნიშვნელოვანი იყო.

ამის შემდეგ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელსა და ამერიკელ ნევროლოგს შორის ასეთი დიალოგი შედგა:

მალხაზ ურთქმელიძე: 2002 წელს დაესვა ე.წ. პოსტკოვიდური სინდრომის დიაგნოზი, 2021 წელს შფოთვითი დეპრესია, რის გამოც დაპატიმრების დროსაც მოიხმარდა უამრავ ფსიქოტროპულ პრეპარატს… იცოდით ამათზე?

ნევროლოგი: დიახ, მე ვიცი, რადგან მე ხელი მოვაწერე “ემპათიის” დასკვნას, სადაც ეს ეწერა.

მალხაზ ურთქმელიძე: იცოდით და მაინც შეიძლება ჩაითვალოს, რომ ადამიანი იყო ჯანმრთელი? არა პრაქტიკულად ჯანმრთელი, არამედ უაპელაციოდ ჯანმრთელი?

ნევროლოგი: ​დიახ, აბსოლუტურად, ნევროლოგიური თვალსაზრისით იყო ჯანმრთელი. მას არ ჰქონდა დემენცია, მას არ ჰქონდა კრუნჩხვები და არ ჰქონდა პოლინევროპათია.

მალხაზ ურთქმელიძე: თვლით თუ არა, რომ როდესაც ადამიანი არის სრულად ჯანმრთელი, ის არის სრულად ჯანმრთელი. მხოლოდ ნევროლოგიურით არ განისაზღვრება სრულად ჯანმრთელობა.

ნევროლოგი: აბსოლუტური სრულად ჯანმრთელი არავინ არ არის…

მალხაზ ურთქმელიძე: ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებდა და ითვლება, რომ ჯანმრთელი იყო?

ნევროლოგი: დიახ, რა თქმა უნდა, მილიონობით ადამიანია, რომელიც იღებს ამ ტიპის პრეპარატებს.

მალხაზ ურთქმელიძე: ანუ ფიქრობთ, რომ შფოთვითი დეპრესია აქვს და არის ჯანმრთელი?

ნევროლოგი: თუ დეპრესია არ იწვევს ისეთ მოვლენას, როგორიცაა თვითმკვლელობის მცდელობა ან თვითმკვლელობა, რასაკვირველია, არა, მაგრამ თუ დეპრესია ექვემდებარება კორექტირებას, მაშინ შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ჯანმრთელი. ადამიანი, რომელსაც აქვს დეპრესია, შეიძლება, ძალიან ჯანმრთელიც იყოს.

მალხაზ ურთქმელიძე: ყოჩაღ, კარგია.

პროცესზე ექსპერტ ემანუელ ლახანს პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა ჰკითხა, მიხეილ სააკაშვილის რა ფსიქოტრავმებზე საუბრობს იგი თავის დასკვნაში.

“ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ტრავმები იყო მისი ციხეში ყოფნის დაწყებიდან, განსაკუთრებით, როცა ის კისრით ათრიეს იატაკზე”, – უპასუხა ექსპერტმა და განმარტა, რომ ამის დამადასტურებლად, როგორც ექსპერტებს, გადაეცათ დასკვნები და ვიდეომტკიცებულებები.

ნიკა აბრამიშვილი: წარსული ფსიქოტრავმების შესახებ თუ იცით?

ნევროლოგი: ძირითადი ტრავმა, რომელიც ამ კონკრეტული მდგომარეობისთვის მნიშვნელოვანია, ის არის, რაც მან ციხის პირობებში მიიღო.

ნიკა აბრამიშვილი: მიხეილ სააკაშვილის დაკავება უკრაინაში – შეიძლება თუ არა ის ყოფილიყო სტრესული?

ნევროლოგი: დიახ.

ნიკა აბრამიშვილი: დახურული კონტეინერით ზღვების გადალახვა და სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადალახვა, ასევე შეიძლება თუ არა იყოს სტრესი?

ნევროლოგი: რასაკვირველია, ეს სტრესია, მაგრამ ყველა სტრესი არაა ტრავმული. როდესაც ის შეიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მას განუვითარდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა… ეს არაა მხოლოდ ჩემი მოსაზრება, [დასკვნის დაწერისას] მე ვეყრდნობოდი ობიექტურ ინფორმაციას, რაც მომაწოდეს.

„რადიო თავისუფლება“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

16:49 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved