• რეკლამა
  • კონტაქტი
16:47, სამშაბათი, 2 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„საზღვარი არ გადაუკვეთავს ოფიციალურად, ეგ ვიცით“ – თორნიკე დალაქიშვილის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

ალია ავტორი - ალია
19:02 06-09-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,966

თვეზე მეტტია, ოჯახის წევრები და პოლიცია ახალგაზრდა კაცს, თორნიკე დალაქიშვილს ეძებს.

ბოლოს ველაპარეკე კვირას გაუჩინარებამდე და იყო ძალიან დეპრესიულ განწყობაზე. იმედგაცრუებული იყო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით და იყო ძალიან დაღლილი – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაკარგულის და, თეკლა დალაქიშვილი წერს:

თორნიკეს ამბავზე:

დღეს გავრცელდა ისევ ვირუსულად ეს ამბავი და მილიონი კომენტარი წავიკითხე კითხვებით. შევეცდები ახლა გავცე პასუხი.

25 აპრილს ნინოწმინდის ტერიტორიაზე ფარავნის ტბასთან ტყეში შევიდა და მას მერე აღარ გამოჩენილა თორნიკე. იქ რა უნდოდა? წალკაში მუშაობდა, ობიექტი ჰქონდა აღებული. ნაპოვნია ტყეში მისი ნივთები, გადაურეს ტყეს ძაღლებმა, მაშველებმა და იქ არ არის. ასევე შემოწმდა გარშემო წყალსაცავები მყვინთავების მიერ.

ძაღლმა კვალი აიღო და ჩავიდა მიმდებარე სოფელში ავტობუსების გაჩერებაზე. გაჩერებაზე არ არის კამერები. იქიდან შეიძლება წასულიყო ქვეყნის ნებისმიერ წერტილში, ამიტომ არ ვიცით კონკრეტულად სად ვეძებოთ.

რატომ არ ვწერთ მეტ დეტალებს? არც ჩვენ არ ვიცით და რა დავწეროთ. თქვენ თუ ხართ გაურკვევლობაში ჩვენი გაურკვევლობა წარმოიდგინეთ.

ამდენი ხანი პოსტი რატომ არ იდებოდა? 9 მაისს დაიდო პირველად პოსტი, მანამდე გამომძიებლებმა არ გვირჩიეს, დიდი ალბათობით თვითონ იმალება და უარესად არ გააღიზიანოთო. როდესაც გამოძიებისგან ვერაფერი ხელსაჩაჭიდი ვერ ვნახეთ შემდეგ დავდეთ და გაზიარდა ყველგან, ვპოსტეთ დღეების განმავლობაში და შედეგი 0. ვიარეთ წალკის გარემოცვაში, დავტოვეთ ფოტოები სასტუმროებში, ჰოსტელებში. ვწერეთ დღეების განმავლობაში ტელევიზიებს რომ ეს ამბავი გაეშუქებინათ. არავინ არაფერი არ იცის, არავინ არ შემოგვხმიანებია ხელჩასაჭიდი ინფორმაციებით. ვისაც გამოგრჩათ და გიკვირთ ალბათ ქვეყანაში საგიჟეთის გამო არ გამოჩნდა ეს ამბავი თქვენს ნიუს ფიდზე. ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ვინმეს არ მისწვდა ეს ამბავი გარშემო რადგან ვინც კი გვხვდება ყველამ იცის, ყველა გვწერს და კითხულობს.

ვერიდებით ზოგიერთ ტელევიზიაში გაშუქებასაც, მყავს 83 წლის ბებო გულის პრობლემებით რომელსაც ეს ამბავი არ იცის და თუ გაიგო ადგილზევე მოკლავს.

დამალვის ვერსია აქვს პოლიციას რადგან აღმოჩნდა რომ სახლიდან აქვს გატანილი ლეპტოპი, კინდლი, ასევე ვერ ვიპოვეთ რამდენიმე მაისური.

ახლა ამ პოსტის დაწერაც ძალიან მიჭირს, ურთულეს სიტუაციაში ვართ მთელი ოჯახი. დედაჩემი ზის და ყველა კომენტარს კითხულობს, ამიტომ ძალიან გთხოვთ ისედაც გაუბედურებულ ქალს ნუ გააგიჟებთ და თავი შეიკავეთ ოჯახის მიმართ კითხვისნიშნებ მიმართული კომენტარებისგან.

აქციებზე დადიოდა დაკარგვამდე წინა კვირას, დაკარგვის კვირაში ვერ, მუშაობდა ამიტომ დარწმუნებით ვიცით რომ არაა აქციიდან აყვანილი.

არ თამაშობდა, არ ჰქონია ვალი, არ ყოლია მტერი, არ ჰქონია არავისთან არანაირი კონფლიქტი.

ბოლოს ველაპარეკე კვირას გაუჩინარებამდე და იყო ძალიან დეპრესიულ განწყობაზე. იმედგაცრუებული იყო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით და იყო ძალიან დაღლილი.

საზღვარი არ გადაუკვეთავს ოფიციალურად, ეგ ვიცით. არაოფიციალურზე რა გითხრათ. საიდენტიფიკაციო დოკუმენტები დატოვებულია სახლში.

წესით ამ პოსტმა უნდა გასცეს ყველა კითხვას პასუხი რაც შემხვდა, თან ვურთავ ისევ თორნიკეს სურათებს, გთხოვთ გადააზიაროთ.

თუ რაიმე კითხვა გექნებათ ან იდეა, ან სადმე დაინახეთ, ან რამე გაინტერესებთ გთხოვთ შემეხმიანოთ მე, არ აქვს დედას იმის თავი რომ ყველას პასუხი გასცეს.

გარშემო ხალხი გვეუბნება დამალულია და ყველაფერს ხედავს და ყველაფერს კითხულობსო. თოკა, თუ მასეა და ამას კითხულობ მიყვარხარ და მენატრები. მე შენს გვერდით ვარ.

Edit: ტელეფონზე – არ ვიცით თან აქვს თუ არა ტელეფონი, ჯეოსელისგან ამოღებული ინფორმაფიით ტელეფონისგან ბოლოს მიიღეს სიგნალი 24 აპრილს, დაკარგვის წინა დღეს.

Edit2: არის ვერსია რომ დამალულია მონსატერში, აქტიურად დავდივართ და ვრეკავთ სხვადასხვა მონსატრებში მისი ამბავის მოსაკითხად. გთხოვთ თუ მონასტერში მოგიწიათ გავლა ამ დღეების განმავლობაში გაამახვილეთ ყურადღება, იქნებ სადმე დაინახოთ – წერს თეკლა დალაქიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

თიბისი საერთაშორისო ფორუმის – Global Banking & Markets CEE, Central Asia & Türkiye 2025 – სპონსორი იყო
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ფორუმის – Global Banking & Markets CEE, Central Asia & Türkiye 2025 – სპონსორი იყო

16:21 12-02-2025
თიბისის მხარდაჭერით, უძრავი ქონების გამოფენის ფარგლებში კონფერენცია გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, უძრავი ქონების გამოფენის ფარგლებში კონფერენცია გაიმართება

15:46 12-02-2025
თიბისიმ გაეროს გლობალური შეთანხმების სამი ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გაეროს გლობალური შეთანხმების სამი ჯილდო მოიპოვა

14:31 12-02-2025
შეძლებ იმასაც, რაც არავის გაუკეთებია – მთავარია გჯეროდეს! – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ იმასაც, რაც არავის გაუკეთებია – მთავარია გჯეროდეს! – თიბისი

11:23 12-02-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved