• რეკლამა
  • კონტაქტი
01:10, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საზღვარგარეთ წასული ზოგიერთი სტუდენტის მიმართ, შესაძლოა, სამართლებრივი ღონისძიებები განხორციელდეს

ალია ავტორი - ალია
11:13 12-30-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

საქართველოს დღევანდელი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მისი წინა პრემიერობის დროს შექმნილი განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ დადგენილებაში, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით საინტერესო ცვლილება შევიდა. როგორც ცნობილია, განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ სასწავლო გრანტით დაფინანსებულ სტუდენტებს, უცხო ქვეყანაში სწავლის დასრულების შემდეგ, ვალდებულება აქვთ სამშობლოში დაბრუნდნენ და მიღებული ცოდნა საქართველოს მოახმარონ.

დადგენილებას ორი ახალი მუხლი დაემატა სადაც განმარტებულია, რომ იმ სტუდენტების მიმართ, რომლებიც საქართველოში არ დაბრუნდებიან და უცხო ქვეყანაში დარჩენას გადაწყვეტენ, სამართლებრივი პასუხისგება მოუწევთ.

„გრანტის მიმღებს, რომელსაც დარღვეული აქვს პროგრამით განსაზღვრული საქართველოში დაბრუნების ერთთვიანი ვადა, მიეცეს გაფრთხილება და განესაზღვროს ვადა 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით, რათა დაბრუნდეს საქართველოში და შეასრულოს პროგრამით, სასტიპენდიო/საგრანტო პროგრამითა და გრანტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. აღნიშნული ვადის გასვლის შემთხვევაში ცენტრმა განახორციელოს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები“, – ვკითხულობთ ერთერთ დამატებულ მუხლში.

გარდა ამისა დადგენილებაში წერია, რომ ცენტრს დაევალა ითანამშრომლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ სამუშაო ჯგუფთან, ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულ კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.

მთავრობის მეთაურის ახალი დადგენილებით არსებობს შესაძლებლობაც, რომ სტუდენტის მიერ ქვეყანაში დაბრუნების პირობის რაღაც დროით დარღვევა საპატიოდ მიიჩნიონ:

„გრანტის მიმღების მიერ დადგენილებით განსაზღვრული საქართველოში დაბრუნების ერთთვიანი ვადის არა უმეტეს 20 სამუშაო დღით გადაცილების შემთხვევაში, შესაბამისი პროგრამის კომისია განიხილავს გრანტის მიმღების მიერ წარდგენილ განცხადებას ვადაგადაცილების საპატიოდ ჩათვლის შესახებ და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილია, მიიჩნიოს ვადაგადაცილება სახელშეკრულებო ვალდებულების უმნიშვნელო დარღვევად და ჩათვალოს საპატიოდ“, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში, რომელიც დღეს, 28 დეკემბერს გამოქვეყნდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved