• რეკლამა
  • კონტაქტი
02:09, ხუთშაბათი, 9 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საზარელი შემთხვევა აჭარაში – ქალმა ახალშობილს ყელი გამოჭრა

ალია ავტორი - ალია
17:56 02-22-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
203

აჭარაში ქალმა ახალდაბადებულ ბავშვს ყელი გამოჭრა. საზარელი შემთხვევა კლინიკა “მედინაში” გამთენიისას მოხდა.

ბავშვის მკვლელობის მცდელობაში საავადმყოფოს სანიტარია მხილებული, რომელიც ორსულობას თვეების განმავლობაში მალავდა. როგორც კლინიკის დირექტორი “პირველებთან” საუბარში ყვება, 40 წლამდე ქალი წლების განმავლობაში მათთან უმცროსი მედდის პოზიციაზე მუშაობდა.

ირკვევა, რომ ქალი გუშინ სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მოულოდნელად გაუჩინარდა და მედპერსონალმა მისი ძებნა დაიწყო. მოგვიანებით მათ საზარელი სურათი ნახეს: ქალი სისხლისგან იცლებოდა, მძიმე მდგომარეობაში იყო ახალშობილიც.

“ტუალეტში შესულა და უმშობიარია. დიდი რისკია, ორჯერ ნაკესირალი მშობიარობა… მკვდარია ეს ბავშვი, რომ ნახოთ, ყელი აქვს გამოღადრული. ცალკე ეს ქალი გახდა საშარო, ცალკე ეს ბავშვი. ბავშვს სისხლი დანაკარგი, ამ ქალსაც უამრავი სისხლი დანაკარგი. მერე ატყდა ერთი ამბავი. ბავშვი არის ცოცხალი, მაგრამ როგორი მდგომარეობა, იცით? ფაქტობრივად, ყელი აქვს გამოღადრული ამ ბავშვს. ქალთან ფსიქიატრს დავუძახეთ, დაცვა დავაყენეთ, რომ თავი არ მოიკლას და ვართ ასეთ დღეში, – ამბობს ჯუმბერ უნგიაძე. 

მედიკოსის თქმით, ქალი საკუთარ მდგომარეობას თანამშრომლებს უმალავდა.

“ქმარი ჰყავს ინვალიდი, გაშორებულია… ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მემგონი, ურთიერთობა არ აქვთ და არის “ლევად” გაჩენილი ეს ბავშვი. ეტყობა, მალავდა. 

განყოფილების გამგემ, 400 კაციანი კოლექტივია, ჰკითხა, ჯანმრთელობით როგორ ხარ, ფეხმძიმედ ხომ არ  ხარო და არაო და იქით დაწყევლა, მე არაფერი მჭირს, ეტყობა, გავსუქდიო. ძალიან რთულია, ზოგს ისე არ ეტყობა, როგორც ყველას, – ამბობს უნგიაძე. 

კლინიკა “მედინაში” საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც გრძელდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved