• რეკლამა
  • კონტაქტი
21:44, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საველე ჰოსპიტლებში თუ ეს სამი პირობა არ იქნება დაცული, გვექნება მეტი პრობლემა, ვიდრე არის – ირმა კვიცარიძე

ალია ავტორი - ალია
11:42 08-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

საველე ჰოსპიტლებში თუ ეს სამი პირობა არ იქნება დაცული, გვექნება მეტი პრობლემა, ვიდრე არის, – ამის  შესახებ  ავსტრიაში მცხოვრები ქართველი ექიმი ირმა კვიცარიძე სოციალურ ქსელში წერს.

“დღეს საველე ჰოსპიტლების აუცილებლობა გახდა საქართველოში! იმედი მაქვს ამ საქმეს პროფესიონალები ჩაუდგებიან სათავეში. 1. საველე ჰოსპიტალში უნდა იყოს კარგი ვენტილაცია. 2. საველე ჰოსპიტალში განსაკუთრები უნდა იყოს დაცული სველი წერტილების ჰიგიენა. 3. საველე ჰოსპიტალში უნდა მუშობდნეს გაწვრთნილი სამხედრო მედპერსონალი, ან ის პერსონალი, ვისაც ამისათვის საჭირო განათლება აქვს მიღებული! თუ ეს სამი პირობა არ იქნება დაცული, გვექნება მეტი პრობლემა, ვიდრე არის. დაუშვებელია ისე, როგორც ადრე კოვიდ სასტუმროებში, ამ სივრცეში გამოუცდელი რეზიდენტების და სტუდენტების დასაქმება!”- წერს კვიცარიძე.

 მისი განცხადებით, მედპარტაქტივობა არ-ვერ მუშაობს და ოპოზიციური მიდგომა საკითხისადმი, პროფესიულ კვალიფიციურ ხედვას ასუსტებს. 

“რატომ მივედით აქამდე? დღეს მოვუსმინე რამდენიმე პოლიტიკოსს, ისინი მსჯელობდნენ არა როგორც პროფესიონალები, არამედ როგორც ოპოზიციონერები. ვიდრე არ ფორმატიდან არ გამოხვალთ, ვერანაირ სასარგებლო რჩევას ვერ მისცემთ ისედაც კოვიდ გაუგებრობაში მოხვედრილ ხელისუფლებას! ოპოზიციური მიდგომა საკითხისადმი, პროფესიულ კვალიფიციურ ხედვას ასუსტებს! მოკლეთ მედპარტაქტივობა არ-ვერ მუშაობს! დღეს მოვისმინე, რომ კოვიდით მკურნალობა თუ გახდება ფასიანი მოქალაქეებისათვის, ისინი უფრო ფრთხილად იქნებიან და სახელმწიფოზე მიშტერება რომ ხელისუფლებამ თურმე ყველას უნდა უმკურნალოს, არასწორია. ნუ გავიწყდებათ, რომ დედამიწაზე ნებისმიერი ადამიანის აქვს სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე კონსტიტუციური უფლება. ნუ გავიწდებათ, რომ როცა მე სახელმწიფო ბიუჯეტში შემაქვს საგადასახადო თანხა, ველოდები სახლმწიფოსგან, ფუნდამენტური პასუხისმგებლობის გარანტიას. სახლმწიფო ვალდებულია არსებობდეს კარგად გამართული სახელმწიფო სამედიცინო სისტემა, სადაც ყველას ექნება საშუალება, მიიღოს მაღალკვალიფიციური დახმარება. ის, რომ საქართველოში კლინიკების 90% არის კერძო და 10 % არის სახლმწიფო, მსგავსი ანომალიის გამო დღეს არ უნდა ისჯებოდეს მოქალაქე!

და დღეს სწორედ ის ხალხი, ვისაც ამ ანომალიის ჩამოყალიბებაში წვლილი მიგიძღვით მსგავს მოწოდებებს, რომ კოვიდის მკურნალობა ფასიანი უნდა გახდეს, ნუ გაგვაგონებთ, ფრთხილად! ასევე თუ ადამიანი არ, ან ვერ აიცრება, ის უნდა დავსაჯოთო, არც ესაა ჰუმანური მედიცინის საფუძვლებით გამყარებული იდეაა. მე მეგონა ფაშიზმს არ დავუბრუნდებოდით! ადამიანებს უნდა შეთავაზოთ ალტერნატივა: რეგულარულად უფასო პსრ ტესტი! თუ მედპარტაქტივს გული შესტკივა მართლაც არსებულ სიტუაციაზე, პირველი რაც უნდა გაეკეთებინა, კოვიდ სიტუაცია აპოლიტიკურად გამოეცხადებინა. პარლამენტის წინს თეთრი ხალათებით კი არ უნდა ეკეკლუცად, არამედ მოსახლეობაში გასულიყვნენ და ინფორმაციული სამუშაოები ჩაეტარებინათ, იქნებ დღეს ვაქცინაციის მეტი მომხრე ყოფილიყო. კლინიკებისათვის მაკლერობა და პაციენტებისათვის ადგილების გამოძებნას კერძო კლინიკებში, ვერ ჩავუთვლი ვერავის ხალხისათვის გაკეთებულ საქმედ. კერძო კლინიკა კი მადლიერი გეყოლებათ ფაქტია! უნდა გაკეთებულიყო:

1. ოჯახის ექმის ინსტიტუსი გაძლიერება! 2. პაციენტების ელექტრონული ისტორიების შექმნა და მათზე დაცული წვდომა. 3. ოჯახის ექიმების აღჭურვა ელემენტარული საკომუნიკაციო და დიგიტალური სამუშაოებისათვის შესაბამისი ტექნიკით. ბევრ ექიმს პერსონალური კომპიუტერიც არ აქვს და პაციენტებთან სასაუბროდ ტელეფონზე სასაუბროს შესავსებად საკუთარი ჯიბიდან იხდის ფულს. 4. უწყვეტი ტრენინგი მედპერსონალის, რაც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს და არა ინტერ და ტრანსკონტინენტალური ვებინარებით! 5. მკურნალობის პროტოკოლების მუდმივი განახლება 6. ვაქცინაციის მაჩვენებლის გაზრდა! 7. კოვიდ შეზღუდვების მოხსნა, ეპიდსიტუაციასთან ფარდობაში! ახლა რა ვქნათ?

1. ისევ და ისევ: ნიღაბი როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, დისტანცია, ჰიგიენა. 2. ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვა წამოწოლილი პაციენტებისაგან. 3. მედპერსონალს მოვუფრთხილდეთ განსაკუთრებით, მკაცრი კონტროლი, რომ მათი გადაღლა არ მოხდეს, რამაც შესაძლოა, შეცდომა გამოწვიოს. გადაუხადეთ დროულად ხელფასები და დაუნიშნეთ კომპენსაცია თუ შეღავათები! მოუხსენით მათ ტრანსპორტით გადაადგილების პრობლემა. 4. საველე ჰოსპიტალში დაასაქმეთ მხოლოდ ამ საქმეში გაწვრთნილი პერსონალი. 5. საველე ჰოსპიტლის მსგავსი სივრცე უნდა მოეწყოს განსაკუთრებით კარგი სავენტილაციო სისტემით და მაქსიმუმ 15 პაციენტი უნდა იყოს ერთ სივრცეში!

საველე ჰოსპიტალი, რომელიც ინფექციური დაავადების მქონე პაციენტებისათვის კეთდება, რადიკალურად განსხვავდება ომის დროს გამართული საველე ჰოსპიტალისაგან! წარმატებებს გისურვებთ! პ.ს. კოვიდი ადამიანების არ არჩევს ერთმანეთისაგან. პოლიტიკურ გემოვნების გასარჩევი რეცეპტორები საერთოდ არა აქვს!”, – წერს ირმა კვიცარიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved