• რეკლამა
  • კონტაქტი
09:01, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სავარაუდო წამება პოლიციის განყოფილებაში – ტატუნაშვილის გამოსაკითხად სპეციალური საგამოძიებო სამსახური გლდანის ციხეში ორ საათზე შევა

ალია ავტორი - ალია
12:02 06-16-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
105

სავარაუდო, წამება პოლიციის განყოფილებაში – გლდანის ციხეში ირაკლი ტატუნაშვილის გამოსაკითხად სპეციალური საგამოძიებო სამსახური ორ საათზე შევა. მათ მიმართვიდან 1 კვირის შემდეგ გადაწყვიტეს სავარაუდო წამების მსხვერპლი პატიმრისგან, ადვოკატის თანდასწრებით, ოფიციალური ჩვენება მოისმინონ.

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა ტატუნაშვილმა, სასამართლოზე დუმილი დაარღვია და მოსამართლეს უთხრა, რომ გლდანის მერვე განყოფილებაში, წამებასთან გაათანაბრებული მოპყრობის მსხვერპლი გახდა. დღეს კი ის გამომძიებელს მოუყვება, როგორ იძალადეს მასზე და როგორ გაუსწორდნენ მის მეგობარს-ალან ყაყიტაშვილს.

ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს იმ ადამიანების ამოცნობა შეუძლია, ვინც უშუალოდ, მასთან სიტყვიერ კომუნიკაციას მაყრებდნენ, ხოლო ვინც ფიზიკურად უსწორდებოდა, მათ დასახელებას ვერ მოახერხებს.

სასამართლო პროცესზე ირაკლიმ მასზე და ალან ყაყიტაშვილზე განხორციელებული ძალადობის შესახებ განაცხადა, ეს პროცესი ჩატარდა 10-ში, გუშინ დამიკავშირდა სპეციალური საგამოიძიებო სამსახური, რომ ირაკლისთან გამოკითხვაზე შედიოდნენ, მიუხედავად იმის, რომ ირაკლის გამოკითხვის ოქმში დავაფრიქსირებინე მხოლოდ ეს პოზიცია, რომ მის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულიყო, კერძოდ, სამედიცინო ექსპერტიზა, რომ ის დაზიანებები რაც მიიღო, დაეფიქსირებინათ, თუმცა, დღემდე ექსპერტიზაც არ ჩატარებულა, შესაბამისად, რეალურად, წაიშალა ის კვალი, რა დაზიანებებიც ჰქონდა. შეშუპება ჰქონდა სახის არეში, გასიებული ზედა-ქვედა ტუჩი, შუბლზე შესიება და სილურჯეები და უკან, სადაც თმა აქვს, კეფის არეში და ასევე ტანზეც ჰქონდა დაზიანებები.

ოჯახმა მომაწოდა ინფორმაცია, რომ თითქოს, ჩემს გარეშე იყვნენ შესულები და გამოკითხეს, თუმცა, შაბათ-კვირა იყო და ციხეზე შესვლის საშუალება არ მომეცა, დღეს კი შევალ და დავაზუსტებ ამ ფაქტს. უშუალოდ ცემის მომენტში, როგორც ირაკლი ამბობს, იმდენად მძიმე დაზიანებებს აყენებდნენ თავის არეში, თავის აწევა ფიზიკურად არ შეეძლო და რომ ამეწია , სახეს გამაცლიდნენ, იმდენად ძლიერი მირტყამდნენო ფეხებითო, მაგ მომენტში არა, მაგრამ უშუალოდ კაბინეტში როდესაც შეიყვანეს, ამბობს, რომ პოლიციის მაღლჩინოსნები სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდნენო, ვიდრე ცემაზე გადავიდოდნენ, იმ მომენტში, კომუნიკაციის ნაწილში ვიღაცეებს ამოიცნობს, თუმცა, ცემაზე რომ გადავიდნენ იმათ ვერ. სახელები და გვარები არ მგონია, იცოდეს, – ამბობს ადვოკატი.

თბილისი მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, ირაკლი ტატუნაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე ალაპარაკდა.

კაცი მოსამართლეს უყვებოდა, როგორ გახდა პოლიციის განყოფილებაში წამების მსხვერპლი მისი კოლეგა და მეგობარი.

საუბარია გახმაურებულ საქმეზე, რომლის თანახმადაც, მერიის დასუფთავების სამსახური თანამშრომელი ალან ყაყიტაშვილი, პოლიციის შენობაში დაკითხვიდან, უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ალანთან ყაყუტაშვილთან ერთად დაკავებული ირაკლი ტატუნაშვილი ჰყვება, რომ ის პოლიციელებმა სასურველი ჩვენების მიღების მიზნით სასიკვდილოდ აწამეს.

ცნობისთვის, თბილისის მერიის ორი თანამშრომელი – ალან ყაყიტაშივლი და ირაკლი ტატუნაშვილი, პოლიციამ გურამიშვილის გამზირზე, 6 ივნისს მერიის თანამშრომლების ქეიფის დროს მომხდარი ჩხუბის ფაქტზე დააკავა.

თბილისის მერიის თანაშრომელი პროცესზე ამტკიცებდა, რომ პოლიციამ წამების ყველა მეთოდი მის წინააღმდეგაც გამოიყენა.

tv pirveli

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved