სინდისის პატიმარი, კონსტანტინე კოკაია ციხიდან წერილს აგზავნის და წერს, რომ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს ექიმთან არ მიჰყავთ.
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კაცის წერილის მიხედვით, მას არც ბარათი აქვს და არც დარეკვის უფლებას აძლევენ.
ნინი მამი სანერვიულოდ არ გწერ, მაგრამ სიმართლე და ფაქტი ესეა: 10-11 დღეა აქ ვარ. ჩამწერეს კარდიოლოგთან – არ წამიყვანეს. ჩამწერეს თვალის ექიმთან – არ წამიყვანეს. მარცხენა თვალში ვერ ვხედავ. გაციებული ვიყავი – ექიმთან არ წამიყვანეს. “აჩკები” წამართვეს არ შეიძლება რკინაო. ექიმმა 5 შუნტიან და 4-სტენდიან კაცს დიეტა არ დამინიშნა. უჰაერობა და უძილობა მაქვს მაგარი. ბიჭებმა მომარჩინეს კამერაში. სიცხეები მქონდა 1-2 დღე. უნდა ეხვეწო, რომ წნევა გაგისინჯონ. საჭმელი ჯოჯოხეთია. კიდევ დაბლოკილი ვარ – არა ბარათი, არ დარეკო. შეზღუდვაა ჩემზე. ბიჭები მიდგანან ძმებივით გვერდით, რისიც მადლობელი ვარ, ამათ გაიხარონ და მალე გათავისუფლდნენ. მე კორპუსის ექიმთან აღარ მივალ,” – წერს კონსტანტინე კოკაია.
კომენტარები