• რეკლამა
  • კონტაქტი
11:47, ორშაბათი, 8 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, საჭმელს ვაკეთებდი წყალი მოშვებული იყო დანა ჩაგდებულია გარეცხილი არა. რო შედიხარ სახლში ეგრევე კუხნაა და ჩავაგდე” – ქმრის მკვლელობაში ბრალდებული ქალი

ალია ავტორი - ალია
16:33 08-25-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
515

ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ტიკტოკერი დანაშაულს არ აღიარებს და პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს. თეკლა გერსამია დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე მოსამართლე არსენ კალატოზიშვილს უმტკიცებდა, რომ მასზე განყოფილებაში ფსიქოლოგიურად იძალადეს და დანაშაული იძულებით აღიარებინეს, სანაცვლოდ დაჰ[პირდნენ, რომ აუცილებლად გაუშვებდნენ სახლში.

25 წლის ქალს სხდომაზე არაფერი უთქვას, რის საფუძველზე დაიწყო მასსა და მის მეუღლეს შორის დაპაირისპირება.

დღეს სასამართლო პროცესზე სისხლიანი ანგარიშსწორების დეტალებზე საუბრობდა საქმის პროკურორი. გია შაიშმელაშვილმა თქვა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ, 25 წლის ქალმა მთავარი სამხილი, სისხლიანი დანა გარეცხა. თუმცა ქმრის მკვლელობაში ბრალდებული ქალი ირწმუნებოდა, რომ დანა არ გაურეცხავს, უბრალოს ნიჟარაში ჩააგდო, სადაც ონკანი მოშვებული იყო.

პროკურატურა ასევე პროცესზე ამბობდა, რომ თეკლა გერსამია მიმალვას ცდილობდა, რადგან იმის შემდეგ, რაც სისხლიანი ანგარიშსწორების შემდეგ ქმარი კლინიკაში მიიყვანა, დედასთან წავიდა, თუმცა ბრალდებულმა ქალმა სასამართლოზე თქვა, რომ დედასთან მცირეწლოვანი შვილის მისაყვანად წავიდა – “ამის შემდეგ დარეკა პოლიციამ და დედამ უთხრა ახლავე მოვიყვანო, მალევე მივედი პოლიცაში”.

მე მარტო ის შემიძლია ვთქვა, რომ ფსიქოლოგიურად იძალადეს ჩემზე. ძალიან ემოციური ადამიანი  ვარ. ოთახში რომ ვიყავი იყვნენ 10 ადამიანი და მიმეორებდა შენ დაჭერი, შენ დაჭერი, აღიარე ხელი მოაწერე და გაგიშვებთ სახლშიო, იმ წუთას  რასაც ამბობდნენ იმას ვაკეთებდი, რომ ჩემს შვილთან წავსულიყავი. ნახევარი არ მახსოვს იქ რა მოვყევი, თუ მე ადამიანი განზრახ მოვკალი მაშინ ის ადამიანი რატომ ჩამოვიყვანე სადარბაზოში და რატომ მივიყვანე კლინიკაში. ვთხოვდი ადვოკატს ფსიქოლოგიურად ვერ ვიყავი კარგად და დახმარება მჭირდებოდა.

მიმალვაზე გეტყვით რომ მყავს 4 წლის შვილი ლუკა. რომ მივიყვანე კლინიკაში და თქვეს კარგადაა,  ერთადერთი გამზრახვა მქონდა ბავშვი წამეყვანა დედაჩემთან არ მივმალულვარ, დარეკა პოლიციამ და დედამ უთხრა ახლავე მოვიყვანო, მალევე მივედი პოლიცაში. საჭმელს ვაკეთებდი წყალი მოშვებული იყო დანა ჩაგდებულია გარეცხილი არა.
რო შედიხარ სახლში ეგრევე კუხნაა და ჩავაგდე, არც დამიმალავს ეს დანა, არაფერი, ამოვიტანე და ონკანში ჩავაგდე”, – განაცხადა ბრალდებულმა. 

შეგახსენებთ, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ქმრის მკვლელობისთვის დაკავებულ 25 წლის თეკლა გერსამიას აღკვეთი ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდა.(ტვ პირველი)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved