ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ყველა ექიმმა უსიმპტომოდ გადატანილი კოვიდის შეფასებისთვის ანტისხეულებზე ტესტი უნდა ჩააბაროს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
“რაც დრო გადის ვრწმუნდები, ყველა ექიმმა უსიმპტომოდ გადატანილი კოვიდის შეფასების მიზნით, ანტისხეულებზე ტესტი სასწრაფოდ ჩააბაროს!ლონგ-კოვიდის სიმპტომატიკა, განსაკუთრებით ნევროლოგიურ ასპექტში სახეზეა და საჭიროა სწრაფი დახმარება გავუწიოთ ამ ხალხს.პ.ს. პოსტში ცოტა სარკაზმია და დიდი წილი გულწრფელობა.და ბოლოს, აიცერით ანალიზის შემდეგ ანტისხეულების პასუხისდა მიუხედავათ!“, – ნათქვამია ბიძინა კულუმბეგოვის პოსტში.
კომენტარები