საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა facebook ლაივში მოქალაქის კითხვის პასუხად, თქვა:
“მე ვფიქრობ, რომ საჭიროა, რომ ახალი პარტიები გამოჩნდნენ, იმიტომ, რომ რეალურად საზოგადოებაში არის ამის მოთხოვნა. ეტაპებია მანამდე სანამ გამოჩნდება საზოგადოებას რომელი პარტია უფრო მოსწონს. სანამ ამ ეტაპამდე მივალთ, ეს პარტიები უნდა გამოჩდნენ, დაარსდნენ, მაგრამ სანამ ამ ეტაპამდე მივალთ, უნდა მოვიგოთ პირველი ბრძოლა და ეს პირველი ბრძოლა მოითხოვს, რომ ახალი პარტიები, ძველი პარტიები, პროტესტის ხალხი, საზოგადოება, რომელიც ჯერჯერობით პასიურია, მაგრამ უნდა გაქტიურდეს, ყველა ერთად ჩაებან ამ ერთობლივ ბრძოლაში, რომელსაც ჰქვია საქართველოს გადარჩენა გარუსებისგან”
















კომენტარები