• რეკლამა
  • კონტაქტი
20:52, ოთხშაბათი, 10 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

სასტუმრო „ამირანის პარკი“ ოთხივე სეზონზე გამორჩეული ადგილი თქვენი სრულყოფილი დასვენებისთვის

ალია ავტორი - ალია
11:00 03-25-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
776

ბაკურნიანში მდებარე სასტუმრო „ამირანის პარკი“ ყველასათვის ცნობილი და საყვარელი „ამირანის პარკის“ ტერიტორიაზე დგას და სასტუმროს სტუმრებს პარკის ტერიტორიაზე მოწყობილი ატრაქციიონების და ბავშვებისთვის მოწყობილი საციგაო ტრასის გამოყენებაც შეუძლიათ. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნომრები, თბილი გარემო და მზრუნველი მასპინძლები აუცილებლად შეგაყვარებთ აქაურობას. პანდემიით გამოწვეული რამდენიმეთვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ სასტუმრო „ამირანის პარკი“ ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით, კიდევ უფრო მეტი შემართებით და სიყვარულით ელის საკუთარ სტუმრებს. 

დიმიტრი გოგოლაძე: ჩვენი სასტუმრო თავდაპირველად 10 ნომრისგან შედგებოდა დროთა განმავლობაში დამსვენებელთა მოთხოვნის შესაბამისად გავფართოვდით. ამჟამად 37 კეთილმოწყობილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნომერი გვაქვს.

ჩვენი სასტუმრო ამირანის პარკის ტერიტორიაზეა, რაც დამსვენებლებისთვის  ძალიან მნიშვნელოვანია. „ამირანის პარკში“ შემოსვლა ნებისმიერი ადამიანისთვის უფასოა, ამიტომ ჩვენი პარკი უამრავ დამსვენებელს მასპინძლობს. 

– სასტუმრო ,,ამირანის პარკი“ ერთ-ერთი ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია ბაკურიანში დამსვენებლებისთვის, მოგვიყევით, რას სთავაზობთ თქვენს სტუმრებს?

– გვაქვს როგორც სტანდარტული, ისე არასტანდარტული– ორ და სამოთახიანი ნომრები მრავალრიცხოვანი ოჯახებისთვის. მათ შორის გვაქვს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების კომფორტზე  გათვლილი ნომრები. ჩვენი ოთახები გამოირჩევადიდი სივრცით, ყველა ნომერს თავისი აივანი აქვს. სტუმრებს ნომერში დახვდებათ ყველა საჭირო პირველადი მოხმარების ნივთი. ნომრები აღჭურვილია უფასო wi-fi-ით და ტელევიზიით. ყველა ოთახში გვაქვს მინიბარი და ჩაიდანი, თითოეულ ოთახში დამონტაჟებულია სეიფი.

– როგორც ვიცი, უსაფრთოებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თქვენთან

– დიახ, უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებული სიმკაცრითაა დაცული. გვაქვს უსაფრთხო ელექტროსისტემა და ნებისმიერი შემთხევევის დროს ავტომატურად გაითიშება ელექტროენერგია. რაც შეეხება სახანძრო უსაფრთხოებას, ესეც უმაღლეს დონეზეა გათვლილი, გვაქვს შესაბამისი სიგნალიზაციები, აღჭურვილი ვართ კამერებით. მუდმივად არის ადამიანი, ვინც ამას აკონტროლებს.

– როგორც ჩვენთვისაა ცნობილი,  სასტუმრო„ამირანის პარკის“ სამზარეულო განსაკუთრებულად გემრიელი და მრავალფეროვანი მენიუთი გამოირჩევა.

– ყველაზე დიდი ყურადღება კვებაზე გვაქვს გამახვილებული. ძირითადად პატარების მასპინძლები ვართ, ამიტომ აქცენტს ჯანსაღ კვებაზე ვაკეთებთ. ვიცით ყველა იმ პროდუქტის წარმომავლობა, რითიც ვამზადებთ კერძებს ჩვენი სტუმრებისთვის. სამჯერადი კვება გათვლილია როგორც პატარებზე, ისე დიდებზე. რაც შეეხება კერძებს, გვაქვს ძალიან მრავალფეროვანი მენიუ, რომელიც არ მეორდება. 

_ ზამთრის სეზონის დიდი ნაწილი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ჩავარდა, ახლა როცა გაიხსენით, როგორ აგრძელებთ მუშაობას?

_ მთელი ეს პერიოდი  სულმოუთქმელად ველოდებოდით ჩვენს დამსვენებლებთან შეხვედრას, გავიხსენით და სტუმრებს ვემსახურებით არსებული რეგულაციებით გათვალიწინებული ყველა წესის დაცვით, ჩვენი მომსახურე პერსონალი აღჭურვილია შესაბამისად და სტუმრები მაქსიმალურად დისტანცირებულები არიან. სეზონი გეგრძელდება და მარტის კარგი მზიანი დღეებიც ძალიან სასიამოვნოა ბაკურიანში. 

_ პანდემიის გამო გარკვეული ზარალი განიცადეთ, ეს ფასებზე ხომ არ აისახა?

_ მაქსიმალრად ვითვალისწინებთ ზოგადად არსებულ ეკონომიკურ ფონს და  ძველი ფასით ვთავაზობთ ჩვენს სტუმრებს დასვენებას. ასევე hotsale.ge-ზე შეგიძლიათ შეიძინოთ ფასდაკლების ვაუჩერი და კიდევ უფრო შეღავათიან ფასში შეძლებთ ,,ამირანის პარკში“ სტუმრობას. როგორც იცით მაისში დამტვერვის სეზონია და ამ დროს განსაკუთრებით ბევრი სტუმარი გვყავს. ბაკურიანში ყველა სეზონს თავისი ხიბლი აქვს და ,,ამირანის პარკი“ წელიწადის ნებისმიერ დროს დატვირთულია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

“ჩუმი პანდემია” – ბაქტერიოლოგიური კვლევა თანამედროვე ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა – რას უყვება “ალიას” “ნიუჰოსპიტალსის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი
ახალი ამბები

“ჩუმი პანდემია” – ბაქტერიოლოგიური კვლევა თანამედროვე ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა – რას უყვება “ალიას” “ნიუჰოსპიტალსის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი

18:53 12-10-2025
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები

15:51 12-10-2025
თიბისიმ თვითმომსახურების ობიექტებში პოს-ტერმინალების აქტიური ინტეგრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისიმ თვითმომსახურების ობიექტებში პოს-ტერმინალების აქტიური ინტეგრაცია დაიწყო

12:26 12-10-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ზრდა ნორმალიზდება, სავალუტო ბაზარზე კვლავ სიჭარბეა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ზრდა ნორმალიზდება, სავალუტო ბაზარზე კვლავ სიჭარბეა

15:51 12-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved