„ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ ჩემი თანხმობის გარეშე ჩემი სახელი შეუტანია საპარლამენტო სიაში. მივმართავ თინა ბოკუჩავას, სასწრაფოდ ამოიღეთ ჩემი სახელი, – ამის შესახებ აჰმედ იმამკულიევი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
“აქედან მივმართავ პარტია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ქალბატონ თინა ბოკუჩავას, სასწრაფოდ ამოიღეთ ჩემი სახელი თქვენი საპარლამენტო სიიდან.
ჩემი თანხმობის გარეშე, ჩემი სახელი შეუტანია „ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას“ საპარლამენტო სიაში. თქვენს საპარლამენტო სიაში ჩემი სახელი ვინც დაწერა და იფიქრა, ამით შეურაცხყოფას მომაყენებს ან ვითომ დამჩაგრავს, ის, პირველ რიგში, არის უპასუხისმგებლო არარაობა და დანარჩენი @&#%*+£!& რაც აქ საჯაროდ ვერ ვწერ“, – წერს აჰმედ იმამკულიევი.
„ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ გუშინ 50-კაციანი საარჩევნო სია გამოაქვეყნა, სადაც აჰმედ იმამკულიევი არ არის. თუმცა, არსებული ინფორმაციით, იმამკულიევი „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ 155-კაციან სიაში 152-ე ნომრად არის შეყვანილი.
კომენტარები