• რეკლამა
  • კონტაქტი
09:39, პარასკევი, 9 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სასხლეტს უნდა დავაჭიროთ, ხალხი მზადაა სიახლისთვის” – ანდრო ბარნოვი

ალია ავტორი - ალია
19:42 02-19-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
979

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ანდრო ბარნოვი:

 

“წლებია, მთელ დროს სოფელში ვატარებ. სულ ვამბობ, იმ დროს ვკლავ, რომელიც არ ვიცი, რაში გამოვიყენო-მეთქი. წასვლაზე ვერ ვფიქრობ, არ შემიძლია. საერთო საქმეში ამით მაინც ვარ, რომ საერთო ბედს ვიზიარებ და ეს ცოტათი მამშვიდებს. მაქვს საყვარელი საქმე, ჩემს ქვეყანაში ვარ, მაგრამ ემიგრაციაში ვარ რეალურად. მერე ამის გამო ხან ჩემს თავს ვეჩხუბები, ხან ისევ ვეთანხმები და ისევ ისე დაუნდობლად ვკლავ ამ ოხერ დროს, რომელიც არ ვიცი, სხვა რაში გამოვიყენო. არ მიზიდავს სხვა არაფერი. არც ბევრი ფულის შოვნის პერსპექტივა და არც ტელევიზორში ჩემი სიფათის ხშირი ტრიალი. ჩემი ჰობი და საქვეყნო საქმე – მხოლოდ ასეთ რამეებს შეუძლია, სამოქმედოდ დამძრას.

უსაქმოდ რა გამაჩერებს, ბევრ რამეს ვაკეთებ, მიყვარს, რასაც ვაკეთებ და არ ვაკეთებ ცუდად. ჩემი საქმიანობით ადამიანებიც ხეირობენ, სხვადასხვანაირად. პატარ-პატარა წარმატებებიც ხშირად მიხარებს გულს, მაგრამ ეს შინაგანი ხმა, რომ დრო იფლანგება და ჩემი ცოდნა-გამოცდილება გამოუყენებელია, არა და არ მეშვება. არ მექნებოდა ეს დისკომფორტი, რომ ვხედავდე, წინ მიდის საქმე, მაგრამ უბედურებაც ხომ ეგ არის, რომ არ მიდის წინ და მხოლოდ უკან მიდის!

საუბედუროდ, ბევრია ასე. პირადად ვიცი უამრავი ასეთი ადამიანი და თითოეულის გულისნადები მესმის, ვინც იმის მაქსიმუმს ვერ აკეთებს დღეს, რაც შეუძლია. არ გეგონოთ ეს ზღაპარი და წუწუნი. კლანურად სტრუქტურირებული რეალობა პოზიტიური რეალიზაციის საშუალებას არ იძლევა. მე კი წინასწარ რომ ვიცი, რომელი გზა სად მიდის, წინასწარვე გული მერევა იმ პერსპექტივაზე, რომ თუ ნაბიჯს გადადგამ, მერე დროისა და ენერგიის 90% შიდა მტრების მოგერიებაზე უნდა ხარჯო. საქმე და შედეგი, რომლისთვისაც წინსვლა გინდა, ისევ გვერდზე რჩება.

გამოსავალი არსებობს. ამ დროსაც იმიტომ ვკლავ ამდენი ხანია, რომ თან ველოდები, იქნებ მომწიფდეს სიტუაცია, რომ თეორიული გამოსავალი პრაქტიკად ვაქციოთ. დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩემნაირი ასევე აღიქვამს შექმნილ მდგომარეობას და ელის დროს, როცა საზოგადოება სიცრუიდან გამოვა და მომავლისკენ იმედით გაიხედავს.

ეს გამოსავალი კლანების ეროზიაა. იმ ტყუილების და ფუჭი იმედების ეროზია, რომელსაც კლანები ყველა მიმართულებით არიგებენ წლების განმავლობაში. მაგრამ თუ ამ დროს არ არსებობს ვინმე, ერთი ადამიანი მაინც, ან – რაც უკეთესია – მთელი გუნდი, ვისგანაც ადამიანებს განსხვავებული მოლოდინი ექნებათ, თუ ამ დროს არავის აქვს პროგრესული, დემოკრატი, საღად მოაზროვნე და გამოცდილი ადამიანის სახელი, თუ არავის შეუძლია ორიენტირისა და ლიდერობის როლი აიღოს ამ სიტუაციაში, მაშინ ჭაობი ქაოსში გადაიზრდება და, გახსენებაც რომ არ გვინდა, ისეთ დროში დავბრუნდებით უსწრაფესად.

ფაქტია, უფსკრულის პირას მიგვაყენა ხელისუფლებამ. ფაქტია, არსებული ოპოზიცია ბოლომდე დეგრადირდა და ალტერნატივის განცდას ვეღარ აჩენენ. ამიტომ, მგონი დროა, რომ ადამიანებმა ერთმანეთის მოძიება დავიწყოთ.

აქ პირადად ჩემზე სულაც არ მაქვს საუბარი და არც იმას ვამბობ, რომ ახალი პარტიაა ახლა შესაქმნელი. ამ დროის განმავლობაში ვინც ოდნავ პერსექტიულად მომეჩვენა, ყველას მივესალმე, ღიად მხარი დავუჭირე, ტაშიც ვუკარი და რიგითი აქტივისტივით მიტინგებზეც ვიარე, მომავალშიც მზად ვარ ყველა პროგრესულ ძალას მხარი დავუჭირო, მაგრამ მესიების არ მჯერა და რამე ორგანიზებულ ერთობასაც ვერსად ვხედავ.

მოკლედ, მგონია, ხალხი მზადაა სიახლისთვის და სასხლეტს უნდა დავაჭიროთ. გამოცდილი, გონიერი და ქვეყნის მომავალზე გულწრფელად ორიენტირებული ადამიანების ერთობა უნდა დავაფიქსიროთ. ეს საკმარისი სასხლეტი იქნება, რომ ამ ჩამყაყებულ ყოფაში დინამიკა შემოვიტანოთ. ამ საკითხზე მსჯელობის დაწყებაც კი საკმარისი იქნება! სხვა გამოსავალს მე ვერ ვხედავ.”

თეგები: ანდრო ბარნოვი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
თიბისი კონცეპტი მომხმარებლებს ჯანსაღი ცხოვრებისთვის საჭირო გამორჩეული მასტერკლასების სერიას სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი მომხმარებლებს ჯანსაღი ცხოვრებისთვის საჭირო გამორჩეული მასტერკლასების სერიას სთავაზობს

13:30 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved