• რეკლამა
  • კონტაქტი
09:55, ხუთშაბათი, 18 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საშუალო ხელფასი ₾1,855-მდე გაიზარდა – სექტორები, სადაც ყველაზე მაღალი და დაბალი ანაზღაურებაა

ალია ავტორი - ალია
11:34 12-15-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
175

საქართველოში საშუალო ხელფასი 1,855 ლარამდე გაიზარდა – ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, წინა წელთან შედარებით საშუალო ხელფასი 260 ლარით, ანუ 16%-ით არის გაზრდილი.

საშუალო ხელფასი ანაზღაურების მთლიან მოცულობას ასახავს, შესაბამისად მას საშემოსავლო გადასახადის სახით 20% აკლდება, ეს კი ნიშნავს, რომ დასაქმებულთა მიერ ხელზე აღებული რეალური საშუალო ხელფასი მესამე კვარტალში 1,484 ლარს შეადგენდა.

სექტორების მიხედვით, ყველაზე მაღალი საშუალო ანაზღაურებები ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორშია, სადაც ხელფასი 4,073 ლარს შეადგენდა, რაც ხელზე 3,258 ლარის ანაზღაურებაა. ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი კი სოფლის მეურნეობაშია და ის 1,241 ლარს შეადგენდა, რაც ხელზე 992 ლარს შეადგენდა.

ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4073 ლარი, ზრდა წინა წელთან 639 ლარი;
მშენებლობა – 3037 ლარი, ზრდა წინა წელთან 733 ლარი;
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2995 ლარი, ზრდა წინა წელთან 445 ლარი;
ხელოვნება, გართობა და დასვენება – 2935 ლარი, ზრდა წინა წელთან 202 ლარი;
ტრანსპორტირება და დასაწყობება – 2088 ლარი, ზრდა წინა წელთან 311 ლარი;
ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 2078 ლარი, ზრდა წინა წელთან 400 ლარი;
სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 2055 ლარი, ზრდა წინა წელთან -88 ლარი;
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – 1865 ლარი, ზრდა წინა წელთან 321 ლარი;
დამმუშავებელი მრეწველობა – 1709 ლარი, ზრდა წინა წელთან 211 ლარი;
საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი – 1655 ლარი, ზრდა წინა წელთან 159 ლარი;
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები – 1530 ლარი, ზრდა წინა წელთან 147 ლარი;
ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები – 1477 ლარი, ზრდა წინა წელთან 309 ლარი;
განათლება – 1437 ლარი, ზრდა წინა წელთან 251 ლარი;
წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები – 1436 ლარი, ზრდა წინა წელთან 205 ლარი;
განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები – 1418 ლარი, ზრდა წინა წელთან 183 ლარი;
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 1241 ლარი, ზრდა წინა წელთან 87 ლარი;

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა

15:24 09-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

15:57 09-16-2025
თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved