• რეკლამა
  • კონტაქტი
19:59, სამშაბათი, 27 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, საშინლად გაბრაზებული ვარ იმ უკრაინელ ჟურნალისტებზე” – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:48 10-27-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
109

უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილს შვილის ალიმენტთან დაკავშირებით უჩივის და მისთვის მშობლობის უფლების ჩამორთმევას ითხოვს, სააკაშვილი უკრაინულად დაწერილი წერილით ეხმაურება და ფოტოსაც აქვეყნებს:

,ეს ჩემი ლამაზი ქალიშვილი ჟასმინია, რომელიც ძალიან მენატრება. ის დედაჩემს, გიულის უჭირავს. დედა მთელ რეგიონში ყველაზე წარმატებული კერძო უნივერსიტეტის – The University of Georgia-ს პრეზიდენტია.

რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ჟასმინკას თავად ჩავხუტებოდი, მაგრამ უკვე ხუთ წელზე მეტია, საქართველოში პროპუტინისტური დიქტატურის სატუსაღოს მარტოობის საკანში ვარ და არ შემიძლია მისი ნახვა. ამიტომ ჩემს მაგივრად ჟასმინკას დედაჩემი სტუმრობს და ცდილობს, ყოველმხივ დაეხმაროს. თუმცა ვერანაირი მატერიალური დახმარება ვერ შეცვლის მამობრივ ზრუნვას. ამიტომ, ძალიან მადლობელი ვარ ლიზა იასკოსი, რომელიც ჩვენს ქალიშვილს ძალიან რთულ პირობებში ზრდის.

საშინლად გაბრაზებული ვარ იმ უკრაინელ ჟურნალისტებზე (რა თქმა უნდა, ეს  ყველას არ ეხება), რომლებიც არასდროს დაინტერესებულან ჩემი მრავალწლიანი ტყვეობით, მოწამვლით, წამებითა და ზოგადად ბრძოლით, სამაგიეროდ უხეშად ერევიან ჩემს ქალიშვილთან და ლიზასთან ურთიერთობაში.

სინამდვილეში, აქ საქმე გვაქვს სწორედ იმ ტრაგედიასთან, რომელიც  მილიონობით უკრაინელს შეეხო, ზოგი ომმა, ზოგი კი – სამხედრო ტყვეობამ და ოკუპაციამ დააშორა, ამიტომ არ არის საჭირო აქედან ,,საპნის ოპერის” შექმნა.

ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ კიევის დაბომბვის შესახებ ყოველი ცნობის მიღებისას, გული მიკვდება. მიუხედავად იმისა, რომ  გარემოებები ისე განვითარდა, რომ მე და ლიზა უკვე დიდი ხანია ერთად აღარ ვართ, ეს კი არ ასუსტებს,  კიდევ უფრო ამყარებს ჩემს მამობრივ კავშირს ქალიშვილთან და ჩემს სურვილს, რაც შეიძლება სწრაფად გავთავისუფლდე ტყვეობიდან და ვიყო მის ცხოვრებაში, ისევე როგორც ჩემი სხვა შვილების ცხოვრებაში.

დარწმუნებული ვარ, ზუსტად ასე ენატრებათ თავისი შვილები ტყვედ ჩავარდნილ უკრაინელ მეომრებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს.
უკრაინის პრეზიდენტი და უკრაინის ხელისუფლება ბევრს აკეთებენ ჩემი გათავისუფლებისთვის და ამის გამო მათი უსაზღვროდ მადლიერი ვარ.

ჩვენ საბოლოოდ შევაჩერებთ მტერს და ომიც დასრულდება. ჩვენ დავბრუნდებით და ჩვენი შვილები იქნებიან ბედნიერები უკრაინის მშვიდობიანი ცის ქვეშეთში”

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა

17:06 10-27-2026
სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved