ანაკლიაში, 26 წლის მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო. გავრცელებული ცნობით გარდაცვლილი ლევან ჭკადუაა. “საშინელება ტრიალებს… 2 შვილი დარჩა. უპატიოსნესი ბიჭი.. ღმერთმა ნათელში ამყოფოს”,- წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები.
შეგახსენებთ, უბედური შემთხვევა ცოტა ხნის წინ ანაკლიაში, იახტ კლუბის ნანგრევების ტერიტორიაზე მოხდა. ცხედარი უკვე ამოასვენეს.
კომენტარები