• რეკლამა
  • კონტაქტი
07:19, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სასამართლოზე 1.5 საათი ვისმენდი, თუ როგორი ავადმყოფი, ფსიქოპატი, უზრდელი, განდიდების მანიით შეპყრობილი ადამიანი ვარ” – თამთა თოდაძე

ალია ავტორი - ალია
20:29 10-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,799
თამთა თოდაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
დღეს, ჩემი სასამართლოს სხდომაზე, 1.5 საათის განმავლობაში, ვისმენდი, თუ როგორი ავადმყოფი, ფსიქოპატი, არაადეკვატური, ყველასთან კონფლიქტური, უზრდელი, განდიდების მანიით შეპყრობილი ადამიანი ვარ, რომ ჩემთვის დალევა არ შეიძლება, რადგან თუ დავლიე გაუწონასწორებელი ვხვდები და ა.შ.
სამწუხაროდ, მათი მხრიდან, ამას ვისმენ უკვე მეოთხე წელია, თუმცა დღევანდელი პროცესის შემთხვევაში, უფლებადამცველმა, ზედმეტად მოინდომა. ძალიან ბევრ საკითხში, ცალსახა სიცრუესთან ერთად, შეურაწყოფასაც არ მოერიდა.
ცხადია, ყველაფერს გაეცემა პასუხი, შემდეგ სასამართლო პროცესზე, თუმცა მინდა გავამახვილო ყურადღება ერთ გარემოებაზე, დღეს გავიგე რომ:
❌თურმე, 2012-2013 წლებში გადატანილი ავარიების დროს თავის ტვინის ოპერაცია ჩამიტარდა, ნახევარი თავი პლასტმასის მაქვს და მეც კი არ ვიცოდი, თუმცა მათ იციან.(მადლობა რომ მითხარით)?‍♀️ამის შემდეგ კი ავადმყოფი ვარ, რომელიც ერთია რომ ყველასთან გამუდმებულ კონფლიქტშია და თან ამავდროულად, ყველას ეცოდება და ამიტომ იტანენ ნებისმიერ სოციუმში, სამეგობრო იქნება თუ სამსახური.
❌საინტერსოა ის გარემოებაც, რომ თავად მე მივიტანე, მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის კვლევის პასუხი, (თან ამბობენ მალავდა თავის ავარიებსო და თან თუ ავადმყოფი ვარ, ჩემი ხელით მივიტანე ჩემი „ავადმყოფობის დამადასტურებელი“ პასუხები? განსაკუთრებით, მაშინ როცა არავის არ უთხოვია მათი მიტანა…დამეთანხმენით, მათი ლოგიკა, ძალიან…) რათა იმ ცრუ ბრალდებებზე გამეცა პასუხი, რაც მანამდე ისმოდა, ჩემს გარშემო მათი მხრიდან. თუმცა, საინტერესოა ისიც, რომ ამის საპირწონედ, დიაგნოზს მისვამს იურიდიული განათლების მქონე ადამიანი, რომელსაც სიტყვა რეგენერაცია, მინიმუმ რომ „ჩაეგუგლა“, ნამდვილად მიხვდებოდა ტომოგრაფიის პასუხის მნიშვნელობას, თუმცა ეს ხომ ის შემთხვევაა, როდესაც ცდილობენ, ოღონდ რაღაც მოიგონონ, რათა სირცხვილი ჩამოირეცხონ.
‼️მოვითხოვ, წარმოდგენილ ბრალდებას დაერთოს თავისი დასაბუთება, ჯერ ოპერაციის დამადასტურებელი ისტორია და შემდგომ კომპეტენტური ნეიროქირურგის ანამნეზი. ესე დაბრალება და სასამართლოსთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება რა წესია?! ყველაფერი კი არ უნდა იკადრო ადამიანმა, მართლა სირცხვილია!
ალბათ ყველას გახსოვთ, როგორც როგორც თავიდან იგონებდნენ:
▪️ხან დაწინაურება მინდოდა – მერე მიხვდნენ რომ სისულელეს ამბობდნენ და გაჩუმდნენ.
▪️ხან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ვიყავი, რადგან ანაკლიის ბანაკში ვიყავი 5 დღით, ისიც პროექტ „კავკასიის კვირეულის“ ფარგლებში – ფაქტია, არასდროს არ ვყოფილვარ არცერთ პარტიასთან გაიგივებული, ვერ დამიმტკიცეს და იძულებულები გახდნენ გაჩუმებულიყვნენ.
▪️ხან საზღვარგარეთ მინდოდა თავშესაფარი, არ დამავიწყდება, ჟურნალისტების კომენტარები, მათი უფლებადამცველი ამბობს, რომ აქვს ამის დადასტურებული, უტყუარი ინფორმაციაო…ამაზე ბევრიც დაიწერა მედიაში – ფაქტია, რომ არც თავშესაფარი მდომებია, შესაბამისად, არც მომითხოვია და არც ვაპირებ. უფლებადამცველს როგორი დადასტურებული ინფორმაციებიც აქვს ესეც ცალსახაა, უფრო ზუსტად, რას ეძახის დადასტურებულ ინფორმაციებს.
▪️მის უფლებადამცველს, იმისიც კი არ შერცხვა, რომ ჩემი ავარიები, სადაც სიკვდილს ძლივს გადავრჩი, პროვოკაციად შეეფუთა, მერე ნახა რომ მორალური ზიანის სარგებელიც კი არ მომითხოვია და აქაც გაჩუმდა. ეხლა კი, ამ ავარიებს პირიქით, ჩემი ჯანმრთელობის პრობლემების შეთითხნილი ისტორიისათვის იყენებს – ცომს ისე ზილავს, როგორც აწყობს, ოღონდ რამე გამოცხვეს.
▪️ბოლოს, ვერცერთი ბრალდება რომ ვერ დაასაბუთეს, გადაწყვიტეს, რომ გიჟად შემრაცხონ, მეტი ფიზიკურად არ იციან რა მოიგონონ.
?ხოდა მოვდივარ ეხლა ქუჩაში და ვფიქრობ, ზოგადად, არ მჩვევია თავის მართლება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მართალი ვარ, თუმცა ისიც საშინელებაა, როდესაც ყოველგვარი ნამუსის ძაფი აქვთ გაწყვეტილი და იმ უდიდესი ტკივილის გარდა, რაც მოგაყენეს, ცალსახად ცდილობენ შენს დისკრიმინაციას და ამ ყველაფერზე პასუხის საშუალებაც არ გეძლევა…
?ხოდა მოვდივარ ქუჩაში და ვფიქრობ, ღმერთო, იმდენი მეგობარი მყავს, რომლებიც ავარიამდეც მიცნობდნენ და ცხადია, ავარიის შემდგომაც. რომლებთანაც ბევრჯერ დამილევია და კიდევ ბევრჯერ დავლევ.
ამავდროულად იმდენ სამსახურში მიმუშავია და ისეთ აკადემიურ პერსონალთან მქონია შეხება, დავიჯერო ყოველი წარმატება, იმიტომ მაქვს რომ ყველას ერთად გეცოდებით?
P.S. ხოდა აი ამ ჭიქით, მაგ მოგონილი ბრალდებების სიმართლით იხარეთ თქვენ! ძალიან ვაფასებ თქვენს სამარცხვინო მცდელობას, თუმცა ძალიან მყარი ფსიქიკა მაქვს, მინდა დაგამშვიდოთ, გამგები გაიგებს!
✔️სიმართლე კი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად იზეიმებს! ამაში ეჭვი არავის არ შეგეპაროთ! ?
#ყველამოძალადეუნდადაისაჯოს
#სამართლიანისასამართლო
http://
შეგახსენებთ, თამთა თოდაძე პროკურატურამ დაზარალებულად ცნო, ხოლო ყოფილ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს ბრალი ორი მუხლით წარუდგინა – სექსუალური ხასიათის ქმედება, ჩადენილი ძალადობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო 11 ოქტომბერს შეეფარდა. საუბარია, 2019 წლის 30 სექტემბერს მომხდარ შემთხვევაზე. 
თეგები: თამთა თოდაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved