• რეკლამა
  • კონტაქტი
17:23, ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,სასამართლოში ვარ გამოძახებული. მედავებიან ქუჩის უკანონო გადაკეტვას” – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
23:52 01-17-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,634

,,კავკასიური სახლის” წევრი, ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სასამართლოშია დაბარებული:

,,ძვირფასო მეგობრებო,

პირდაპირ ბოდიშით უნდა დავიწყო. მობოდიშებისთვის სამი მიზეზი მაქვს:

1. ქვეყანაში ისეთი მდგომარეობაა შექმნილი, მცირე სირთულე განხილვასაც არ იმსახურებს.

2. ერთი-ორი სიტყვა ჩემს თავზეც უნდა ვთქვა და ესეც დიდად არ მსიამოვნებს (როგორც ნარცისს, ის უფრო მომწონს, სხვები რომ მაქებენ, მაგრამ ვიცი, არც ეს ვარგა).

3. გრძელი წერილი გამოვიდა.

სასამართლოში ვარ გამოძახებული. მედავებიან ქუჩის უკანონო გადაკეტვას, 28 დეკემბერს ჩაჩავას სამშობიარო სახლთან დამიბლოკავს მოძრაობა. შეიძლება აქციის ორგანიზატორობა და ლიდერობაც დამბრალდეს. სპეციალისტებმა მითხრეს, რომ სამი სახის სანქცია შეიძლება გამოიყენონ ჩემ წინააღმდეგ:

ა) 500 ლარიანი ჯარიმა;
ბ) 5000 ლარიანი ჯარიმა;
გ) ორკვირიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.

2024-2025 წლების გზაგასაყარი უმშვენიერესი მომენტი იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში. მთელი ქალაქი მარშებმა მოიცვა. მემარცხენეებს ცალკე მარში არ მოგვიწყვია, მაგრამ დაანონსდა შეკრება ფილარმონიასთან, მოწოდებით: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!”.

ნაგვემი, გაძარცვული, ნაფურთხები და გაუპატიურების მუქარით დამცირებული თანამოქალაქეებისთვის სოლიდარობის გამოხატვის მიზნით ყველანი მუზასთან, ძეგლთან შევიკრიბეთ.

ფილარმონიის წინ კიბეები და მოედანი მთლიანად სავსე იყო, შეკრებილებს ხელში ულამაზესი წითელი და მწვანე ტრანსფარანტები ეჭირათ. თავყრილობის ყველაზე მშვენიერი ელემენტი თუნუქის დოლებით შეიარაღებული ნამდვილი ანსამბლი იყო. დირიჟორიც კი ჰყავდათ… ისეთ ტემპს და განწყობას ქმნიდნენ

რუსთაველზე ყოველთვის ბევრი ხალხია. საზმაუსთან მობილიზებულ ჩვენს თანამებრძოლებს კი ყოველთვის სჭირდებათ ყურადღება. ვიღაცამ დაიყვირა ტელევიზიისკენ წავიდეთო და დავიწყეთ მსვლელობა. ტონანახევრიანი კაცი ყოველთვის ბოლოში მოვჩანჩალებ ხოლმე, რუპორში მომესმა ჩახლეწილი ხმა: “ლორთქიფანიძე წინ გადმოვიდეს!”.

გადავედი წინ და სხვებთან ერთად მეც ვსაუბრობდი გამაძლიერებელით. ორჯერ დაიძაბა ვითარება პოლიციასთან, ორჯერ გავიარეთ ბეწვის ხიდზე, კინაღამ შეხლა-შემოხლა დაიწყო და ორივეჯერ მივიღე სიტუაციის განმუხტვაში მონაწილეობა, ორჯერ შევეცადეთ მიტინგი მარცხენა ტროტუარისკენ წამოგვეყვანა, ორჯერვე გამოგვივიდა. სხვათაშორის გალაკტიონის ლექსი დამეხმარა:

“მოგონებაში დარჩა ედემი,

ჩვენ მშვიდობიანს გავშორდეთ

ნაპირს,

რადაც არ უნდა დაგვიჯდეს,

მარცხნივ!

ქარის პირდაპირ,

ქარის პირდაპირ!”

ერთი სიტყვით, მიტინგის მარცხენა მხარეს წაყვანისა და გალაკტიონის ლექსის არასწორად წარმოთქმისთვის მაჯარიმებენ ან …

ვინც მიცნობთ, ყველამ იცით – ავტობუსშიც კი არ დავუჯარიმებივარ არავის, ძალიან კანონმორჩილი მოქალაქე ვარ. ქუჩები იმ დროსაც გადამიკეტავს, როდესაც ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია იყვნენ შს მინისტრები, მაგრამ არავის გამოვუძახებივარ თემიდასთან. საჯარო სივრცეში არავისთვის ხელი არ მომიქნევია, არავისთვის შემიგინებია… ღმერთმა დამაჯილდოვა ასეთი ნიჭით – შემიძლია ხელის მოქნევის, ბილწსიტყვაობის გარეშე უმწვავესად გავაკრიტიკო, გავლანძღო ადამიანი, ინსტიტუტი. აგრესიას ჩემი სიტყვების ხვეულებით გამოვხატავ და არა ხავილითა თუ მუშტი-კრივით.

მოკლედ, არანაირი მიზეზი, იოტისოდენა საბაბიც კი არასდროს არ მიმიცია პოლიციელებისთვის, მაგრამ მაინც ამომიღეს მიზანში… ყველა ვინც ოდნავ აქტიურია, უნდა შებოჭონ, რადგან საქმე გვაქვს შეურაცხადი ხალხის მიერ მართულ ავტორიტარიზმთან.

არაფერი არ მადარდებს ერთი ამბის გარდა. მთელი ქალაქი გადაკეტილი იყო, ჩვენც ბევრნი ვიყავით იმისთვის, რომ ისედაც პარალიზებულ ქალაქში 10 წუთით ქუჩა გადაგვეკეტა… სრულიად ჩვეულებრივი, უწყინარი აქციის გამო სურთ ჩვენი ადმინისტრაციული წესით გასამართლება, შეშინება, დასჯა, რათა შევფერხდეთ. ეს სიგიჟეა! სიმდაბლეა!

პირიქით მოხდება!

ხელისუფლების მომხრე ჩემს ყოფილ მეგობრებს გილოცავთ! თქვენმა საყვარელმა მთავრობამ ჩემი სახით ამ ქვეყნის დამაქცევარი, კანონდამრღვევი გამოიჭირა და სჯის! გადარჩენილხართ, თქვენ დებილებო!

ისე მართლა საშიშ რამეს ვამბობ:

“რადაც არ უნდა დაგვიჯდეს,
მარცხნივ,
ქარის პირდაპირ!
ქარის პირდაპირ!”

https://www.facebook.com/share/r/14kLuEzpve/

მიხარია, რომ ამ გალაკტიონისეული ენერგიის გეშინიათ! შემდეგ მიტინგზე მაიაკოვსკის სიტყვებით გეტყვით, თან რუსულად!

P.S. ხვალ დავრეკავ ცხელ ხაზზე და ადვოკატს ავიყვან! ვინმეს კიდევ ხომ არ გედავებიან 28-ზე? მოგეხმარებით, თუ რამე შეგვიძლია.”

თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები

13:48 10-15-2025
თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე

18:35 10-13-2025
თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved