თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, სინდისის პატიმრების საბა ჯიქიასა და ანრი კვარაცხელიას დასკვნითი პროცესები გაიმართება, სადაც სავარაუდოდ, მათი განაჩენი გამოცხადდება.
19 წლის საბა ჯიქიას პროცესი სასამართლოში 10:30 საათზე დაიწყება. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. სინდისის პატიმარი 3 ივლისს ელოდა განაჩენის გამოცხადებას, თუმცა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა განაჩენის გამოცხადება დღეისთვის გადადო.
25 წლის ანზორ (ანრი) კვარაცხელიას პროცესი კი 13:00 საათზეა ჩანიშნული. ის 5 დეკემბერს, საკუთარ სახლში დააკავეს. მას რეჟიმი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის გდდ-ის თანამშრომლისთვის სროლას ედავება. ახალგაზრდას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
კომენტარები