“ამ ქვეყანაში სასამართლოს ფუნქცია, მხლოდ კრიტიკული მედიის მიმართ აღძრული საქმეებია” – ასე ეხმაურება “ტვ პირველის” დამფუძნებელი, ვატო წერეთელი სასამართლოს მიერ ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთლის საქმის ფირსირებულ განხილვას.
ვატო წერეთელი არ გამორიცხავს, რომ განაჩენი არჩევნებამდე გამოიტანონ.
კრიტიკული მედიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ტვ პირველის განეიტრალებას ხელისუფლება ისევ სასამართლოს ხელით ცდილობს:
ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანაში სასამართლო აღარ არსებობს. სასამართლო დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს და შეიძლება, არჩევნებამდეც გამოიტანონ განაჩენი. ქართული ოცნება, საქმეს და გადაწყვეტილებას, როგორც უნდა ისე კერავს, ამიტომ არაფერია გამორიცხული.
მათ ჰქონიათ, რომ გაიმარჯვებენ თავისუფალ სიტყვაზე, ტელევიზიებზე, მაგრამ ეს უკვე უნახავს ამ ქვეყანას, თუმცა პირდაპირ ვამბობ, ამით ვერ შემაშინებენ. ვერც ჩემს ოჯახს შეაშინებენ!”- ამბობს წერეთელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესი დაცვის მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება. პირველი მოწმე, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე იქნება, რომელიც მოსამართლე გიორგი არევაძეს ჩვენებას დისტანციურად მისცემს.
დღესვე, სასამართლო პროცესზე გამოქვეყნდდება უცხოელი ინვესტორების ჩვენებები, რომლითაც ადვოკატების თქმით, კრეტიტის ნამდვილობა დამტკიცდება.














კომენტარები