• რეკლამა
  • კონტაქტი
11:03, კვირა, 8 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სასამართლომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის მიერ ​პენიტენციურისთვის დაკისრებული ჯარიმაც გააუქმა

ალია ავტორი - ალია
16:28 01-17-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ინსპექტორის წინააღმდეგ ​პენიტენციური სამსახურის საჩივარი დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგანავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

საქმე ეხება საჩივარს, რომლითაც პენიტენციური მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავების, ასევე მისი კვებისა და გადაადგილების ამსახველი კადრების გავრცელების გამო, ინსპექტორის მიერ დაკისრებული 2 000-ლარიანი ჯარიმის გაუქმებას ითხოვდა. უწყება ამტკიცებდა, რომ კადრები “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან” გამომდინარე გაავრცელეს.

ცნობისთვის, ამავე საკითხზე სასამართლომ 11 იანვარს იუსტიციის სამინისტროს საჩივარიც დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორის მიერ სამინისტროსთვის დაკისრებული სანქციაც გაუქმდა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობისა და მისი კადრების გავრცელების ფაქტებზე დაწყებული აქტიური საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, ხელისუფლებამ გასული წლის ბოლოს კანონი მიიღო და ეს უწყება გააუქმა.

ამის შემდეგ პარლამენტმა კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გაუგზავნა. სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკოსები, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე თავად ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი, ლონდა თოლორაია სთხოვდა, კანონისთვის ვეტო დაედო, თუმცა 13 იანვარს, პრეზიდენტმა კანონს ხელი მოაწერა.

კანონი ძალაში 1 მარტიდან შევა და სახელმწიფო ინსპექტორის ნაცვლად, ორი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved