• რეკლამა
  • კონტაქტი
03:36, კვირა, 9 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სარკოზის კაბინეტის შსს მინისტრს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ალია ავტორი - ალია
17:24 12-13-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

პარიზის სააპელაციო სასამართლომ, ნიკოლა სარკოზის უახლოეს თანამებრძოლს და საფრანგეთის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს კლოდ გეანს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. აქედან ერთ წელს ის ციხეში გაატარებს, – იუწყება BFMTV.    

სასამართლომ გეანს დააკისრა ასევე 75 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა და აუკრძალა მას ხუთი წლით საჯარო თანამდებობის დაკავება.

ყოფილი ჩინოვნიკის წინააღმდეგ საქმე 2013 წელს აღიძრა. მაშინ გაირკვა, რომ გეანი, რომელიც 2002-2004 წლებში საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს კანცელარიის უფროსი იყო, ყოველთვიურად უწყების სპეციალური ფონდის ბიუჯეტიდან 10 ათას ევროს იღებდა. თანხის ნაწილს თავისთვის იტოვებდაა, ნაწილს კი სქემაში ჩართულ სამ ადამიანს უნაწილებდა. მთლიანობაში, გეანს 210 ათასი ევროს მოცულობის ფინანსურ დარღვევებში ადანაშაულებენ.

სასამართლო პროცესებზე კლოდ გეანი ბრალს არ აღიარებდა და ამბობდა, რომ ეს თანხა მას პრემიის სახით ეკუთვნოდა.

2016 წლის 15 ნოემბერს, ლიბიელმა ბიზნესმენმა ზიად ტაკედინმა განაცხადა, რომ 2006-2007 წლებში პირადად მონაწილეობდა ნიკოლა სარკოზისთვის და კლოდ გეანისთვის რამდენიმე ხელჩანთის გადაცემაში, რომელთაგან თითოეულში 5 მილიონი ევრო იყო. ამ დროს სარკოზი შინაგან საქმეთა მინისტრი გახლდათ. ბიზნესმენი ამტკიცებდა, რომ ფული სარკოზის ლიბიის ლიდერმა მუამარ კადაფიმ საპრეზდენტო კამპანიისთვის გამოუგზავნა. გეანის ადვოკატებმა ყველა ბრალდება უარყვეს, ხოლო სარკოზის იურისტები ბიზნესმენს სასამართლოში ჩივილით დაემუქრნენ.

2014 წლის იანვარში ტელეკომპანია France 3 TV-მ გამოქვეყნა მუამარ კადაფის 2011 წლის ინტერვიუ, სადაც ლიბიის ლიდერი ამტკიცებს, რომ სარკოზიმ მას მინისტრობის დროს ფინანსური დახმარება სთხოვა, თუმცა თანხის ოდენობა არ დაუსახელებია.

კლოდ გეანი სარკოზის 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიას ხელმძღვანელობდა. 2015 წლის 8 მარტს, ის კამპანიის უკანონო დაფინანსებაში დაადანაშაულეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved