• რეკლამა
  • კონტაქტი
08:05, კვირა, 6 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქსტატი: 5 თვეში ადგილობრივი ექსპორტი 15.8%-ით შემცირდა

ალია ავტორი - ალია
12:54 06-19-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
261

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 274.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 9.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 15.8 პროცენტით შემცირდა და 1 030.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

მონაცემების მიხედვით, 2024 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 71.6 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (217.2 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (153.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (100.5 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ტრადიციულად ყურძნის ნატურალური ღვინოები არის წარმოდგენილი 140.3 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.6 პროცენტს შეადგენს.

მეორე ადგილზე ფეროშენადნობებია 105.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, 73.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.1 პროცენტი).

ასეთია TOP-10 პროდუქტის ჩამონათვალი: ყურძნის ნატურალური ღვინოები – $140.2 მლნ. ზრდა 35.8%; ფეროშენადნობები – $105.5 მლნ. ზრდა 21.9%; ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – $73.1 მლნ. ზრდა 206.2%; მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე – $65.1 მლნ. ზრდა 25%; აზოტოვანი სასუქები – $52 მლნ. კლება 39.1%; წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით – $45 მლნ. კლება 1.5%; სპირტიანი სასმელები – $43.1 მლნ. ზრდა 14.7%; ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული, ან ფხვნილის სახით – $41.3 მლნ. 8.3%; ტრიკოტაჟის მაისურები – $38 6 მლნ. ზრდა 24%; თხილი და სხვა კაკალი – $31.4 მლნ. კლება 5.3%.

შემცირდა საქართველოს საგარეო ვაჭრობა. 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 432.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.2 პროცენტით ნაკლებია.

აქედან ექსპორტი 2 274.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (შემცირდა 9.2 პროცენტით), ხოლო იმპორტი 6 158.0 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 0.7 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ- მაისში, 3 884.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.1 პროცენტია.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.7 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (360.2 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (274.8 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (273.1 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.3 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 078.1 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (731.0 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (601.4 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.1 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 254.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 004.1 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (691.6 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-მაისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 739.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 140.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 6.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 105.6 მლნ. აშშ დოლარით (4.6 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წლის იანვარ-მაისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 967.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 15.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 513.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები დაფასოებული 265.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.3 პროცენტი).

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved