• რეკლამა
  • კონტაქტი
06:42, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქონელს ახალი ვირუსი გაუჩნდა – „ჩლიქები ულპებათ, გამონაყარი აქვთ ყველგან… ამოვთხარე მიწა და დავმარხე” – მედია ახალ დაავადებაზე

ალია ავტორი - ალია
16:17 09-24-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
222

ფოტოკოლაჟი – ბათუმელები

გამოცემა “ბათუმელების” ინფორმაციით, აჭარის მთაში უკვე მეორე თვეა პირუტყვი ავადდება, თუმცა, მესაქონლეების დახმარებას “ქართული ოცნებიდან” არათუ არავინ ფიქრობს, განმარტებასაც კი არ აკეთებენ. რამდენიმე ვეტერინარი ხულოდან „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით კი, სამცხე-ჯავახეთსა და აჭარის მთებში ჯერ კიდევ დაუდგენელი ვირუსი მასობრივად არის გავრცელებული უკვე ცნობილ „თურქულთან“ ერთად, რასაც „მკურნალობენ შეძლებისდაგვარად“

„საქონელს ჩლიქები ულპება, ძვრება, უჭირთ ენის მოძრაობა, პირს ვერ აღებენ, შიათ, ძუძუზე აქვთ გამონაყარი,“ – ამბობს მედიასთან ნათია აბულაძე.

მესაქონლეები ამბობენ იმასაც, რომ დაავადების პირობებში, რძე უვარგისია.

ბეგლარ შანთაძე, მესაქონლე ხულოდან, გამოცემასთან ამბობს:

„ერთი პირუტყვი უკვე დავმარხე, სხვებს – ჩემი ძალებით ვმკურნალობ… ყველა თავისი ძალით ცდილობს, გადაარჩინოს პირუტყვი, იმიტომ, რომ არავინაა მომხმარე.

ვეტერინარი კი გვყავს, მაგრამ ერთი ვეტერინარი როგორ დაეხმარება ამდენს? ვეტერინარს კიდევ ცალკე თანხა უნდა გადაუხადო.  ამიტომაც, ვეტაფთიაქში ჩავედი და რაც მირჩიეს, ყველაფერი წამოვიღე, იქნებ მეშველოს-მეთქი. დაახლოებით 250 ლარი ღირს ერთი დაავადებული პირუტყვის ერთჯერადად მკურნალობა.

წინა წლებშიც ავადდებოდა პირუტყვი, მაგრამ რაღაც გამონაყარი თუ ექნებოდა ძროხას, მარგანცოვკიანი წყლით დავუმუშავებდით და ეს იყო. ახლა ყველგან აქვს: ძუძუზე, მუცელზე, ფეხზე, ცხვირზე, ენაზე…

რომ დამეღუპა საქონელი, დავრეკე და მითხრეს, ანაზღაურება მხოლოდ მაშინ გერგება, თუ ჯილეხით მოკვდაო. მე რა ვიცი, რით მოკვდა-მეთქი. სულ ეს იყო. არავინ არ მოსულა, არაფერი არ შეუმოწმებიათ. ამოვთხარე მიწა და დავმარხე, რა მექნა?

ფაქტობრივად გამოიყვანა ამ დაავადებამ წყობიდან საქონელი. ჩემი აზრით, იმის პრობლემა არაა, რომ ვინმემ ის იკადროს და დაავადებული საქონლის რძის პროდუქტი დაამზადოს. ყველამ იცის, რომ ეს საშიშია. ვინ იკადრებს ამას?“ 

სრულად მასალა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved