• რეკლამა
  • კონტაქტი
10:05, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საქართველოზე კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის მიერ”

ალია ავტორი - ალია
17:47 02-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
H2FPTF Hackers and green digital computer writing

H2FPTF Hackers and green digital computer writing

Facebook-ზე გაზიარება
44

2019 წლის ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფო უწყებებზე კიბერშეტევა რუსეთის მხრიდან  განხორციელდა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

მისი თქმით, კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის  შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

„2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა  ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების,  სახელმწიფო,  კომერციული და მედია ორგანიზაციების  ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე.  კიბერშეტევის  შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები,  მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

აღნიშნული კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული  უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის  მიყენებას და  სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებიფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების  დათესვას.

ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით  და საერთაშორისო  პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული  ინფორმაციის შესაბამისად, აღნიშნული კიბერშეტევა დაიგეგმა და  განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

საქართველო გმობს აღნიშნულ კიბერშეტევას, რაც  ეწინააღმდეგება  საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს და წარმოადგენს  საქართველოს სუვერენიტეტის მორიგ ხელყოფას, მიმართულს ქვეყნის  ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ.

მომხდარი ხაზს უსვამს ეროვნულ დონეზე კიბერუსაფრთხოების   განმტკიცებისკენ საქართველოს მთავრობის მხრიდან მიმართული  ძალისხმევის მნიშვნელობას  და ასევე  კიდევ ერთხელ მოწმობს  კიბერუსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო პარტნიორობის  ჩამოყალიბების აუცილებლობას.

თავის მხრივ, საქართველო, მომავალშიც განაგრძობს მჭიდრო  თანამშრომლობას პარტნიორებთან  ეროვნულ დონეზე კიბერუსაფრთხოების  გაძლიერების მიზნით, რათა მომავალში მინიმუმამდე იქნას დაყვანილი  შესაბამისი რისკები და პოტენციური საფრთხეები. მოვუწოდებთ  საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს აღნიშნულ ფაქტს“,- განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

შეგახსენებთ, 2019 წლის ოქტომბერში სხვადასხვა ქართულ ვებგვერდეზე კიბერშეტევა განხორციელდა. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved