• რეკლამა
  • კონტაქტი
15:27, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოში საარსებო შემწეობას 154 888 ბავშვი იღებს

ალია ავტორი - ალია
11:10 08-14-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
78

სოციალური მომსახურების სააგენტოს ივლისის მონაცემებით, საქართველოში სოციალურ დახმარებას 452 753 მოქალაქე და 126 431 ოჯახი იღებს. მათგან, 154 888 ბავშვია. ანუ, საარსებო შემწეობის მიმღებთა 34.2% არასრულწლოვანია.

კანონმდებლობის მიხედვით, ფულადი დახმარების ოდენობა და სხვა შეღავათები სარეიტინგო ქულის მეშვეობით დგინდება.

სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ბოლო ინფორმაცია რეგიონების მიხედვით 18 წელს მიუღწეველი სოციალური დახმარების მიმღები პირების რაოდენობისა და გეოგრაფიის შესახებ ასეთია:

თბილისი – 41 886 პირი;

გურია – 4 711 პირი;

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2 102 პირი;

კახეთი – 14 002 პირი;

იმერეთი – 15 896 პირი;

მცხეთა მთიანეთი – 3 935 პირი;

სამეგრელო-ზემო თიანეთი – 19 734 პირი;

სამცხე-ჯავახეთი – 3 407 პირი;

ქვემო ქართლი – 26 303 პირი;

შიდა ქართლი – 10 957 პირი;

აჭარა – 11 955 პირი.

2023 წლის 1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს იღებენ. 2020 წელს ბავშვისთვის განკუთვნილი დანამატი 50 ლარს შეადგენდა, 2021 წელს ეს თანხა გაორმაგდა და 100 ლარამდე გაიზარდა, 2021 წლის ივნისიდან კი ბავშვები, დანამატის სახით, 150 ლარს იღებდნენ. ფულადი დანამატის მიმღებია 16 წლამდე სოციალურად დაუცველი პირი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა 120 000-ს არ აღემატება. აღნიშნული დახმარება, 2021 წლის 1 ივლისამდე, მხოლოდ 100 ათასზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებზე გაიცემოდა.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved