• რეკლამა
  • კონტაქტი
01:11, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,საქართველოში რუსეთის შემოჭრა შესაძლებელია მხოლოდ ერთ შემთხვევაში” – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
21:57 03-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
736

ყოფილი პარლამენტარი, დავით ზურაბიშვილი:

,,უკანასკნელი დონის იდიოტი უნდა იყო ადამიანი, რათა სერიოზულად დაუშვა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება მკაფიოდ დააფიქსირებს თავის უარყოფით დამოკიდებულებას უკრაინაში რუსეთის აგრესიის მიმართ, პატივს მიაგებს რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპულ მეომრებს, პარლამენტის დადგენილებაში ახსენებს რუსეთს და ნაცებს აღარ დაუძახებს უკრაინის ხელისუფლებას, ეს გამოიწვევს რუსეთთან ომს.

უფრო მეტიც, სულ დედის ის და კარგებ-კეთილები რომ აგინოს პუტინს მთელმა ქართულმა ოცნებამ, რუსეთი ახლა სამხრეთ კავკასიაში ომს მაინც არ დაიწყებს, თავისი გაჭირვებია უკრაინის ფრონტზე და სამხრეთში ახალი ფრონტის გახსნა მის ინტერესებში არანაირად არ შედის. აგერ ალიევმა ფაქტობრივად რუსკი კარაბლის მიმართულებთ გაუშვა რუსი სამშვიდობოები ყარაბახში და ფეხებსაც ვერ ჭამენ, იმიტომ რომ არ აწყობთ რუსებს ახალი კონფლიქტის კერა. არ მითხრათ შეთნხმებულია რუსებთანო. არანაირად არ შედის ეს რუსეთის ინტერესებში.

საქართველოში რუსეთის შემოჭრა შესაძლებელია მხოლოდ ერთ შემთხვევაში: თუ რუსეთი ასე თუ ისე მისთვის დამაკმაყოფილებელი შედეგით დაასრულებს უკრაინაში ომს. მე კი ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ასე ვერ დაასრულებს, მაგრამ მსჯელობის საგნად რომ დავუშვათ, უკრაინის შემდეგ აუცილებლად დადგება საქართველოს და მოლდოვას ჯერი.

და თუ ასე მოხდა, ცხადია, საქართველოს ხელისუფლებას მისი ეს არგაღიზიანების პოლიტიკა სულ ოხრად დარჩება, რადგან რუსეთი პირდაპირ მოითხოვს ჰეგემონობას და საქართველოს სატელიტობას.

ისიც მესმის, რომ სიამოვნებით დათანხმდებით ამაზეც, თუ ხელისუფლებაში დაგტოვებენ, მაგრამ რომ არ დაგტოვონ და აქ ვინმე იგორ გიორგაძის მსგავსი ძველი კაგებეშნიკი დასვან (რისი ალბათობაც, ოკუპაციის შემთხვევაში, ძალიან მაღალია), მერე სად მიდიხართ?

ჰოდა, რა მინდა ახლა გითხრათ: საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს საქართველო გააღიზიანებს რუსეთს თუ არა. სულ ტყუილად მოგდით ელეთ-მელეთი რუსის ხსენებაზე. თუ უკრაინაში რუსეთი მარცხდება, ის აქეთ აღარ (ვეღარ) გამოიხედავს თუ იქით არ შევეტენებით, ხოლო თუ იმარჯვებს, მაშინ გინდა გააღიზიანე გინდა არა, მაინც შემოვა და თუ ბრძოლას არ აპირებთ და პირდაპირ ნებდებით, ბარემ ეგეც გვითხარით და ჩვენც გვეცოდინება, რომ ელემენტარულად ქვეყნის მტრებთან გვაქვს თქვენი სახით საქმე და არა ქვეყნის ინტერესების გამომხატველ ხელისუფლებასთან.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ცოტა აზრზე მოდით და ხიდზე გადით, თორემ ან რუსის სალდათი გაგიყვანთ ბოლოს იმ ხიდზე, ან ქართველი ხალხი და არცერთი ვარიანტი თქვენს სასარგებლოდ არ დამთავრდება. ტყუილად გაქვთ პუტინის და ბატონი ბიძინას “სვიაზების” იმედი.“

თეგები: დავით ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved