• რეკლამა
  • კონტაქტი
13:42, შაბათი, 17 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოში ყოველთვის დიდ დროს ვატარებ და როდესაც თბილისში ჩამოვდივარ, უბედნიერესი ვარ… – ვილი სანიოლი

ალია ავტორი - ალია
16:46 06-29-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
985

ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„პორტუგალიასთან გამარჯვება ძალიან ემოციური მომენტი იყო. ზოგადად, ჯგუფიდან გასვლა არ იყო მოსალოდნელი და გვიხარია, რომ ეს შევძელით. 4 დღე გვქონდა აღსადგენად, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა, რომ 6 დღე ყოფილიყო. დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთელებმა ძალები აღიდგინეს და ხვალინდელი მატჩისთვის მზად არიან. ესპანეთთან 7:1 მარცხი? ეს ჩვენთვის რთული მომენტი იყო, მაგრამ ცხოვრებაში წინ რომ წახვიდე, ასეთი მომენტები გჭირდება. ასეთი რთული მომენტები სისუსტეებს ავლენს და ეს განვლილი გზის ერთ-ერთი ნაწილია. დღეს, აქ რომ ვართ, შესაძლოა ამ 7:1-ის დამსახურებაც იყოს, ამისგან ბევრი ვისწავლეთ. ესპანეთს კარგად ვიცნობთ.

ბოლო სამ წელში ოთხჯერ ვითამაშეთ და ოთხივეჯერ დავმარცხდით, მაგრამ ხვალ რადიკალურად განსხვავებული შეხვედრა იქნება. ესპანეთს გოლი არ გაუშვია და საუკეთესო გუნდია ტურნირზე. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ეს საკმაოდ რთული მატჩი იქნება. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. გავიცანი თუ არა საქართველო? მარტივი იქნება იმის თქმა, რომ ჩვენ ბოლოს კარგ შედეგებს მივაღწიეთ, მაგრამ როდესაც საქართველოში ჩამოვედი და ქვეყნის შესახებ არაფერი ვიცოდი. მხოლოდ სამ ადამიანს ვიცნობდი. ცოტა დრო დამჭირდა, რომ ქვეყნის შესახებ რაღაცები გამეგო, ახლა კი თითქოს ვიპოვე ჩემი პოზიცია და მოვალეობა.

საქართველოში ყოველთვის დიდ დროს ვატარებ და როდესაც თბილისში ჩამოვდივარ, უბედნიერესი ვარ. ზოგადად, სადაც ხარ, უნდა მოგწონდეს და კარგად იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმეს კარგად ვერ შეასრულებ. რისკი ესპანეთთან? ვერ ეტყვი ფეხბურთელებს, რომ არ გარისკონ. ამ ეტაპზე, პლეი-ოფის სტადიაზე განსხვავებული დატვირთვაა.

მე და ფეხბურთელები დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ და იციან, როგორც ვმუშაობთ. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ დაცვას და დისციპლინას. როდესაც ბურთი ექნებათ, კარგად უნდა გათვალონ, რა გააკეთონ. უნდა ითამაშონ გრძნობებით და გამოცდილებით. ეს კარგად ესადაგება საქართველოს კულტურას, რადგან ყველა დიდი ემოციით თამაშობს. ემოციებისა და დისციპლინის სწორი ნაზავი სწორედ პორტუგალიასთან მატჩში ვნახე და იმედი მაქვს, რომ ესპანეთთანაც ასე იქნება. მოტივაცია? ამისთვის გუნდს მე არ ვჭირდები. აქ ყოფნა უკვე დიდი მოტივაციაა. დამატებითი სიტყვები აღარ არის საჭირო. ჩემგან უფრო ჩემი მენტალიტეტი, ანუ სიმშვიდე სჭირდებათ. სწორი ბალანსი ასე იქმნება. ესპანეთი და პორტუგალია დიდი გუნდები არიან. მხოლოდ იმაზე თუ ვიფიქრეთ, რომ თავი დავიცვათ, მაშინ არაფერი გამოგვივა.

გვინდა ყველას ვაჩვენოთ, რომ მხოლოდ დაცვაში არ ვთამაშობთ. პორტუგალიასთან რიგ ეპიზოდებში ბურთს კარგად ვაკონტროლებდით და სახიფათო მომენტებიც შევქმენით, იმედი მაქვს, ხვალაც ასე იქნება. საფრთხეს შესაძლოა ყველა მხარიდან ველოდოთ. მათ ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ. მაგალითად იამალი, რომელიც ბოლო წლებში საგრძნობლად განვითარდა. ის მხოლოდ 16 წლისაა და როდესაც მისი ასაკის ვიყავი, მას საკმაოდ ჩამოვრჩებოდი სათამაშო ხარისხით. მეტოქეს ყველა პოზიციაზე შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად. ჩემი გადაწყვეტილებები და პოზიციის ცვლილებები? ეს ჩემი საქმის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ნაწილია. ვალდებული ვარ, რომ გადაწყვეტილებები მივიღო. თუ ეს გადაწყვეტილებები გუნდს სწორად ეხმარება, მაშინ მე ბედნიერი მწვრთნელი ვარ. საქართველოში ბევრი კარგი ფეხბურთელია და ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ გუნდისთვის იქნება მიღებული. მიხარია, რომ ფეხბურთელები მომყვებიან. რეალურად, ჩვენ უკვე მოვიგეთ ევრო 2024. დასაკარგი არაფერი გვაქვს და მოედანზე საბრძოლველად გავალთ“ – აცხადებს სანიოლი.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება კიოლნში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო

18:46 10-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო

17:30 10-16-2026
ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო
ახალი ამბები

ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო

14:54 10-16-2026
Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა

15:05 10-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved