• რეკლამა
  • კონტაქტი
08:21, სამშაბათი, 7 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოში ყოველ მეორე ადამიანს სესხი აქვს – რამდენია “შავ სიაში“

ალია ავტორი - ალია
12:04 05-12-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,795

საქართველოში ყოველ მეორე ადამიანს სესხი აქვს, ყოველ მეხუთე მსესხებელს კი კრედიტზე 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება უფიქსირდება. ამაზე მოწმობს „კრედიტინფო საქართველოს“ 2025 წლის აპრილის სტატისტიკა. უფრო კონკრეტულად, გასული თვის მონაცემებით საფინანსო სექტორის ვალი 1 944 818 ადამიანს აქვს, (მოსახლეობის რაოდენობა 3 704 506 – წყარო „საქსტატი“), ვალს კი 365 409 მსესხებელი ვერ იხდის.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში იმ ფიზიკური პირების რაოდენობა, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 4 ათასზე მეტით შემცირდა, მცირედი კლება ფიქსირდება გასულ თვესთან შედარებითაც. უფრო კონკრეტულად, „კრედიტინფოს“ 2025 წლის აპრილის სტატისტიკის მიხედვით, ფიზიკური პირები, რომლებსაც 30 დღიდან ვადაგადაცილება უფიქსირდებათ, 365 409-ს შეადგენს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ე.წ. შავ სიაში 365 455 პირი იყო, 2025 წლის მარტში კი 369 776 ადამიანი.

ამასთან, 2025 წლის აპრილის მდგომარეობით, 369 311 ფიზიკური პირიდან, რომლებიც სესხს ვერ იხდის, 98 028 კომერციული ბანკების კლიენტია, 295 537 – სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი, 3 706 კი სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიის.

რაც შეეხება თანხას, ფიზიკური პირების მიერ კომერციული ბანკების დავალიანება ჯამში (გადაუხდელი კრედიტები 30 დღიდან) – 1.238 მლრდ ლარს შეადგენს, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების – 1.494 მლრდ ლარს, სალიზინგოების – 29.048 მლნ ლარს. ჯამში, 30 დღიდან ვადაგადაცილება 2.762 მლრდ ლარს აჭარბებს, რაც საფინანსო სექტორის მიერ გაცემული მთლიანი სესხების 4.1%-ია.

საერთო ჯამში, 2025 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 944 818 ადამიანს აქვს, ჯამში 67.160 მლრდ ლარის მოცულობის.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, მსესხებლების 83.2% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, აპრილის მდგომარეობით, ბანკებიდან 62.986 მლრდ ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 618 445 მსესხებელს აქვს აღებული. ამასთან, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 700 990 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 3.570 მლრდ ლარს შეადგენს. კიდევ 16 780 ადამიანს კი, ჯამში 603.8 მლნ ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved