საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონის“ 1 185 შემთხვევაა დადასტურებული, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 5 381 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 30 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1 065 პირი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 990 183-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 925 137 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 14 425 პაციენტი ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.47%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.24% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.62%.
კომენტარები