• რეკლამა
  • კონტაქტი
18:37, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოში მაქსიმალურად იქნება დაცული შშმ პირთა უფლებები – რატი იონათამიშვილი

ალია ავტორი - ალია
16:17 03-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
228

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირეს. რატიფიცირებული საერთაშორისო დოკუმენტის მნიშვნელობაზე პარლამენტის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განცხადება გააკეთა.

„ამ დოკუმენტების გაერო-ში დამტკიცების დღიდან, შშმ პირები აქტიურად ვიბრძოდით, ვმუშაობდით იმისთვის, რომ ეს დღე საქართველოშიც დამდგარიყო. მნიშვნელოვანია, რომ დღეს ერთსულოვანი პოზიცია გვაქვს ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს, შშმ პირებს, მათ წარმომადგენლებს და ეს არის ძალიან სერიოზული გზავნილი როგორც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ასევე შშმ პირებისა და ამ თემის წარმომადგენლებისთვის. გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებით საქართველო ხდება იმ პროგრესული სახელმწიფოების ოჯახის ნაწილი, სადაც მაქსიმალურად არის დაცული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები და რაც მთავარია, ადვოკატირების ინდივიდუალური მექანიზმები. ფაკულტატური ოქმის გაზიარებით ჩვენ გადავდივართ შშმ პირთა პოლიტიკის ახალ ეტაპზე და ამით სრულდება კონვენციით აღიარებული ღირებულებებისა და პრინციპების სრულფასოვანი რატიფიცირების პროცესი. საერთაშორისო ვალდებულებებისა და ადვოკატირების გარდა ოქმის ძალაში შესვლა ჩვენ ძალიან ბევრ შესაძლებლობას გვაძლევს და კარს გვიხსნის არაერთი მიმართულებით.

კერძოდ, მივიღოთ უფრო მეტი საგარეო მხარდაჭერა, დამატებით მოვიზიდოთ ახალი გრანტები და გავაძლიეროთ როგორც შშმ პირები, ასევე მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციები. ეს ოქმი ნამდვილად არის შშმ პირთა თვალსაზრისით, ადამიანის უფლებათა დაცვის ყველაზე ყოვლისმომცველი და მაღალი სტანდარტის ოფიციალური დოკუმენტი, ამიტომ მნიშვნელოვანი ჩვენ მოვახდინოთ მისი გაზიარება და კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ ჩვენი შშმ პირების წინაშე“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

პარლამენტმა დადგენილების პროექტის – „გაერთიანებული ერების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის“ რატიფიცირება დღეს 82 ხმით მოახდინა.

თეგები: რატი იონათამიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:46 03-05-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!

13:55 03-05-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved