ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1236 ადამიანს დაუდასტურდა, 2189 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსის 247 025 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 231 385, გარდაიცვალა 2 916 პაციენტი.
კომენტარები