საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 143 ადამიანს დაუდასტურდა, 617 გამოჯანმრთელდა, 23 კოვიდინფიცირებული კი, გარდაიცვალა. ინფორმაცია StopCov.ge-ზე განახლდა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 11 155 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 758, „პისიარ“ ტესტით – 4 397.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 239 229 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 225 335 გამოჯანმრთელდა, 2 773კი, გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 452 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 894, კლინიკურ სასტუმროში – 746.
ამასთან, 9 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 529 პაციენტი.
კომენტარები