საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 720 ადამიანს დაუდასტურდა, 3 942 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია StopCov.ge-ზე განახლდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 189 726 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 158 183-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 790 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 1 010 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 869 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში – 3 077 ადამიანი იმყოფება.
კომენტარები