საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი დაინფიცირდა, 10 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 721 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 485 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პირი.
კარანტინის რეჟიმში 3519 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 351.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
კომენტარები