ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველოში ე.წ. ინდური შტამის სულ 72 შემთხვევაა დადასტურებული.
მისი თქმით, ამ დროისთვის რაიმე მძიმე მიმდინარეობა არცერთ შემთხვევაში არ ფიქსირდება.
„ახალი შტამების ცირკულაციის პირობებში, განსაკუთრებით მხედველობაში მაქვს დელტა შტამი, უკვე ქვეყანაში 72 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, რა თქმა უნდა, რისკები იმისა, რომ ბავშვებში საყურადღებო შემთხვევები მოიმატებს, იზრდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
კომენტარები