• რეკლამა
  • კონტაქტი
11:48, შაბათი, 3 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„საქართველოში დემოკრატია ასეთი მაღალი ხარისხის, როგორიც დღეს არის, არასდროს ყოფილა დამოუკიდებლობის შემდეგ“

ალია ავტორი - ალია
13:02 01-30-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თეა წულუკიანი სენატორების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს და ზოგადად აფასებს კონგრესმენების მიერ ბოლო პერიოდში გიორგი გახხარიასთვის მოწერილ წერილებს. წულუკიანი საუბრობს ამერიკულ კომპანია “ფრონტერაზე”, რომელზეც კონგრესიდან რამდენიმე დღით ადრე მოწერილ წერილში იყო საუბარი.

“ჩვენ, ამ ქვეყნის ხელისუფლება, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენლობითი და სხვა ორგანოების მოწერილ ნებისმიერ ინფორმაციას თუ წერილს დიდი ყურადღებით ვეცნობით. იმიტომ რომ ყურადღებით ვეცნობით, ვხედავთ, რომ ამ წერილებში, ზოგიერთ მათგანში, არის გასაკვირი ნაწილი. მაგალითად, ის, რომ ერთი კონგრესმენი იმ შემთხვევაში, როცა საერთაშორისო არბიტრაჟში დავა მიმდინარეობს, წინასწარ შეფასებებს აკეთებს, რაც დავის მიმდინარეობას ზიანს აყენებს.

ჩვენ მანამ, სანამ ფრონტერას საქმეზე საერთაშორისო არბიტრაჟში დავა მიმდინარეობს, თავს შევიკავებთ განცხადებებისგან. ასევე გასაკვირია, რომ ამ წერილებში აქცენტი არ კეთდება ან ძალიან მცირე დოზით კეთდება იმაზე, რაც ჩვენ და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს გვაწუხებს – ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობა. რაც შეეხება დემოკრატიას, საქართველოში დემოკრატიული პროცესი ასეთი მაღალი ხარიხსის, როგორიც დღეს არის, არასდროს ყოფილა დამოუკიდებლობის შემდეგ,” -აცხადებს წულუკიანი.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში და ევროპის ქვეკომიტეტის უმცირესობის დემოკრატი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს მთავრობას წერილით მიმართავენ. ეს სენატის საგარეო კომიტეტის მიერ საქართველოს მთავრობისთვის გაგზავნილი პირველი წერილია.

წერილში, კომიტეტის წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ საარჩევნო რეფორმის დაპირების უკან წაღების, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების გახსნის და პროტესტის ჩახშობის თაობაზე. სენატორები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, დაიცვას დემოკრატიული პრინციპები დაიცვას და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია ამერიკა-საქართველოს პარტნიორობა გადაიხედოს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved