• რეკლამა
  • კონტაქტი
20:45, სამშაბათი, 31 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საქართველოში დამოუკიდებლობის მიღების დღიდან, არავის უზრუნია ძლიერი საშულო ფენის შექმნაზე – ჩვენ შევქმნით”- მამუკა ხაზარაძე

ალია ავტორი - ალია
01:12 09-15-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

“ლელოს” თავმჯდომარის თქმით, თუ ქვეყანაში ძლიერი საშულო ფენა არ შეიქმნა, ჩვენ უნდა დავივიწყოთ ეკონომიკური ზრდა, სტაბილურობა და სამუშაო ადგილები.


“ქვეყანა იმიტომ არ და ვერ მიდის წინ, რომ არ ჰყავს ძლიერი საშუალო ფენა. დღევანდელი მონაცემით, 3.7 მლნ. მოსახლიდან მხოლოდ 64000 აქვს 3000 ლარი და მეტი შემოსავალი თვეში. ეს არის მთელი მოსხლეობის 1.5%, რაც ძალიან ცოტაა. ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა, შეიქნას ძლიერი საშუალო ფენა და ჩვენი მიზანია, ამ 64000 ადამიანის მსგავსად, სხვებსაც ჰქონდეთ ამდენივე შემოსავალი, ჩვენ უნდა გავაათმაგოთ ეს რიცხვი და გავხადოთ 600 000. ამას “ლელო” მოახერხებს 4 წელში. ეს არ არის დაპირება, ეს არის რელობა, ვინც ჩვენს პროგრამას იცნობს, იცის, რაზეც ვლაპარაკობთ. ჩვენ თუ არ შევქმენით კაპიტალის ბაზარი, რომელზეც ხელმისაწვდომობა ექნება ყველას, მცირე და საშუალო ბიზნესს, თუ არ შევქმენით ფინანსური და ლოჯისტიკური მიზიდულობის ცენტრი, რაც დღეს გაჩერებულია, ვერ წავიწევთ წინ და ვერ განვვითარდებით ეკონომიკურად,”-აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
მისი შეფასებით, “ლელო” ის ახალი ძალაა, რომელსაც შეწევს უნარი, ქვეყნის კეთილდღეობაზე იზრუნოს და ზრუნვა მხოლოდ ლოზუნგებით არ შემოიფარგლოს.


“მე და “ლელოს” გუნდმა ვიცით, როგორ შევქმნათ სამუშაო ადგილები, მე და “ლელოს” გუნდმა ვიცით, როგორ ვაშოვნინოთ ხალხს ფული, ყველაზე მარტივი ენით რომ ვთქვათ. გამიკეთებია და შემიქმნია სამუშაო ადგილები და წარმატებული კომპანიები, სადაც 10 000-ზე მეტი ადამიანი გვყავს დასაქმებული. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ყველაზე მზარდი პარტია ვართ, წინა კვირას მე დავაანონსე, რომ ჩვენ 70 000 მხარდამჭერი გვყავდა, დღეს უკვე 80 000 რეგისტრირებული მხარდამჭერი გვაყვს და პარტიის წევრი, აქ არ არის ლაპარაკი ამომრჩეველზე, ესენი არიან პარტიის რეგისტრირებული მხარდამჭერები, ადამიანები, რომლებიც უერთდებიან “ლელოს”. უპრეცედენტოდ მოკლე დროში ჩვენ შევქმენით პარტია, დავაკომპლექტეთ საუკეთესო გუნდით, პროფესიონალებით, შევქმენით საუკეთესო პროგრამ, მოქმედების გეგმაბდა არა ლოზუნგები. ეს ყველაფერი მაძლევს იმედს და საუბრის საშუალებას, რომ რასაც მოსახლეობას ვპირდებით, ყველაფერს პირნათლად შევასრულებთ,”- აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
“ლელოს” ლიდერმა პარტიის შიდა კვლევებსაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ შიდა კვლევებით, რომელსაც საზოგადოებას გააცნობენ, “ლელო” ორნიშნა ციფრზეა ასული. პარტიის ამოცანად კი კვლავ რჩება ამომრჩევლამდე მათი გეგმის მიტანა, რომელიც ძირეულად შეცვლის ქვეყნის ცხოვრებას ყველა სფეროში.

თეგები: ლელო საქართველოსთვისმამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved