საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ხუთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 778-ს შეადგენს.
დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 268 პაციენტი.
შეგახსენებთ, გუშინ, 30 მარტს საქართველოში კორონავირუსის 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 298 პაციენტი, რვა კი გარდაიცვალა.
კომენტარები