საქართველო ბიზნესის საკეთბლად საუკეთესო ევროპული ქვეყნების სიაში უკვე მე-18 ადგილზეა. სიაში, რომელიც ორგანიზაცია ევროპულმა პალატამ გამოაქვეყნა, საქართველოს პოზიცია გაუარესდა- 2019 წელს ანალოგიურ ინდექსში ქვეყანას მე-16 ადგილი ეკავა, წელს კი 2 პოზიციით ჩამოქვეითდა.
ეროპული პალატა სიას 2 ინდექსის შესაბამისად ადგენს- 1) მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგი და 2) საერთაშორისო გამჭვირვალობის, კორუფციის აღქმის ინდექსი. ექსპერტების შეფასებით საქართველოში ბიზნესკლიმატი გაუარესებულია, ხელისუფლება კი არაფერს აკეთებს სახელმწიფოს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსაყვანად

კომენტარები