საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მიერ ახალი შეზღუდვების შესახებ განცხადებას დღეს პრემიერი გააკეთებს. გიორგი გახარია საზოგადოებას გააცნობს ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა ტიპის შეზღუდვა დაწესდება ქვეყანაში და როდიდან ამოქმედდება ის.
მანამდე კი ცნობილია, რომ განიხილება ახალი აკრძალვების ორი ვერსია, თუმცა დეტალები მედიისთვის უცნობია. ცვლილება შესაძლოა გადაადგილებასაც შეეხოს და ქვეყნის ხუთ დიდ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს. საკოორდინაციო საბჭოს წევრები ხაზგასმით აცხადებენ, რომ შეზღუდვები გაფართოვდება, თუმცა არ იქნება სრული ჩაკეტვა.
წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრების პარალელურად, მთავრობა მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტებზეც მუშაობს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 114 889 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 95 581-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 085 მოქალაქე.
კომენტარები