• რეკლამა
  • კონტაქტი
20:47, პარასკევი, 2 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„საქართველოში ადგილობრივ პროდუქტზე მეტად იმპორტირებულის ხელშეწყობა ხდება“

ალია ავტორი - ალია
17:17 04-27-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

გაყინულ პროდუქტზე მოთხოვნა, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, ყოველდრიურად იზრდება.მიუხედავად იმისა, რომ გაყინული პროდუქტისა და კენკროვანი ხილის შენახვის პრობლემა ქვეყანას არ აქვს, ადგილობრივი ბაზარი მაინც იმპორტირებული პროდუქტით მარაგდება.იმპორტი ხორციელდება კენკროვან ხილზე,  პარალელურად კი, აღნიშნული პროდუქტი, რომელიც საქართველოში იწარმოება, ამერიკასა და სხვა ქვეყნებში დიდი რაოდენობით გადის.

 შპს „გლენბერის“ მფლობელის რაფაელ მაღალაშვილი საქართველოში სამაცივრე მეურნეობის პრობლემებზე საუბრობს: 

„სახელმწიფომ უნდა მომისმინოს და ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ ერთად. იმიტომ, რომ  გაყინული პროდუქცია მსოფლიოშ დღეს მოთხოვნადია. საუბაია, როგორც ბოსტნეულზე, ხილზე, ისე ცომეულზე და სხვა პროდუქციაზე. აქ ვამარაგებ მხოლოდ „აგროჰაბს“ და „ევროპროდუქტს“,  დანარჩენი ქსელები არ მოდიან თანამშრომლობაზე. ძალიან რთულია მათთან პროდუქტის შეტანა. სირცხვილია, როდესაც ამერიკაში იყიდება ჩემი პროდუქტი და აქ იმპორტირებულია. „კარფურსა“ და „გუდვილში“ უარი მივიღე, მათ  თურქეთიდან  შემოაქვთ პროდუქცია და ქართული არ უნდათ, გვეუბნებიან, რომ  კონკურენციას ვერ გაუწევს. მილიონობით ლარი ჩავდე ამ საქმეში. ადგილობრივ ბაზართან მიმართებაში დიდი გეგმები მაქვს და მინდა ეს ხელისუფლებმაც დაუნახოს. განცხადებები იმასთან დაკავშირბეით, რომ ბიზნესს დაეხმარებიან, ზოგადია და არაფრისმომცემი, რადგან ისეთი კომპანიების ხელშეწყობა  უნდა ხდებოდეს, რომელთაც ფინანსურად უჭირთ. მნიშვნელოვანია სოფლის  განვითარება მოხდეს როგორც  მეურნეობით, ასევე მრეწველობით.

4 მლნ. ადამიანის დაპურებას რა უნდა, რატომ უნდა ვმარაგდებოდეთ სხვა ქვეყნებიდან. პარალელურად, ხალხი დასაქმდება და ქვეყანას სახელი ექნება, ისევე როგორც ახლა აქვს კორონავირუსთან გამორჩეული ბრძოლით. მე მათ ამ საქმეს არ ვუკარგავ, ნამდვილად კარგი ნაბიჯებით მიდიან წინ.“

მე ასეთ რთულ მდგომარეობაშიც ვმუშაობ და ამერიკაში მომავალ კვირასაც ვაგზავნი პროდუქციას. დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე მეურნეობა გავაფართოვე.  ჩემი რესურსებით დამატებითი სამრეცხაო ხაზები, დამატებითი სათბურები ავაგე, ცოტა ამინდი მიშლის ხელს და იმედია მომავალი კვირიდან განვაახლებ დატვირთულ სამუშაო განრიგს. მომავალი კვირიდან ჩამომდის ჩითილები. მილიონი ცალი  უნდა დავრგო და ეს ყველა პროდუქცია ამერიკის ბაზრისთვისაა. მე რომ ჩამოვედი, აქ მინდოდა ადგილობრივი ბაზარი განმევითარებინა და ხალხს  ჰქონოდა ადგილობრივი პროდუქტი, თუმცა, მიწევს მისი ექსპორტზე გატანა, როგორც ამერიკაში, ასევე შვეიცარია, ისრაელი და იაპონიაში. რატომ არ უნდა ვამარაგებდე აქ, მთლიან ადგილობრივ ბაზარს.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved