• რეკლამა
  • კონტაქტი
17:31, კვირა, 14 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოში 619 ​კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტია, მათ შორის 268 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

ალია ავტორი - ალია
12:19 11-06-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის განცხადებით, ბოლო 24 საათში გარდაცვალების 22 შემთხვევიდან 8 თბილისში დაფიქსირდა, აჭარაში – 6, იმერეთში – 7,  ხოლო ქვემო ქართლში – 1. ამის შესახებ ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა  და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

“დღეის მდგომარეობით,  24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 775 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა   51 993-ს შეადგენს.

გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 560  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  37 019-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში  გარდაიცვალა 22 ადამიანი, მათ შორის თბილისში –  8,  აჭარაში – 6, იმერეთში – 7,  ხოლო ქვემო ქართლში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 423 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 2 775 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 044 შემთხვევა, აჭარაში – 503, იმერეთში – 526, ქვემო ქართლში – 207, შიდა ქართლში – 177, გურიაში – 89, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 117, კახეთში – 36, მცხეთა-მთიანეთში – 43, სამცხე-ჯავახეთში – 25, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 8.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 525. 4 618 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,  თბილისის საავადმყოფოებში – 2 279, აჭარაში – 734. მძიმე პაციენტი გვყავს 619, მათ შორის, თბილისში – 336, აჭარაში – 83. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 268 პირი – მათ შორის, თბილისში – 124, აჭარაში – 79. 2 438 ადამიანი  არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 174 – აჭარაში, ხოლო 841 – თბილისში. 7 469 პირი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინო სივრცეში გვყავს 3 094 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 689, აჭარაში-1 353.

სულ  6 ოქტომბრიდან – 5 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 12 445 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 31 370 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 3 146 პირი, აჭარაში – 13 764, იმერეთში – 4 155,” – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved