• რეკლამა
  • კონტაქტი
15:20, კვირა, 25 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის საფუძველზე, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

ალია ავტორი - ალია
18:02 03-30-2021
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი, გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი და სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე ი.მ.-ს თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2013 წლის იანვარში, ქ.დუშეთში შპს “ჯეოჰოსპიტალსის” სამედიცინო ცენტრის მეან-გინეკოლოგი ი.მ. ახლად ნამშობიარებ დ.დ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელსაც სეფსისი განუვითარდა, გულგრილად მოეპყრო. მან დროულად ვერ შეძლო სწორი დიაგნოზის დადგენა, ასევე არ უზრუნველყო პაციენტის სწორი სამედიცინო გამოკვლევა და მკურნალობა, რამაც დ.დ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაართულა, რის შედეგადაც იგი 2013 წლის 30 იანვარს გარდაიცვალა.

2019 წლის 26 ივლისის მცხეთის რაიონული სასამართლომ ი.მ. დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად 3 წელი პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მას ასევე, 3 წლით ჩამოერთვა საექიმო საქმიანობის უფლება.

ბრალდების მხარემ აღნიშნული განაჩენი სასჯელის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა, რაც პროკურატურამ საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

უზენაესმა სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარში დაფიქსირებული გარემოებები და ი.მ.-ს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1 წელი და 6 თვე პირობითი მსჯავრი, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. ასევე მას 3 წლით ჩამოერთვა საექიმო საქმიანობის უფლება.

სასამართლოს განაჩენის აღსრულება შესაბამისმა სამსახურმა დაუყოვნებლივ უზრუნველყო და სასამართლო დარბაზში მყოფი მსჯავრდებული ი.მ. ადგილზე დააკავეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved