• რეკლამა
  • კონტაქტი
09:45, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საქართველოს სურვილისა, დარჩეს დასავლეთის პარტნიორად, უკვე აღარ სჯერათ” – გია ნოდია

ალია ავტორი - ალია
02:38 02-19-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

პოლიტოლოგი, გია ნოდია:

“ვუყურე Atlantic Council-ის ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციას უკრაინის კონფლიქტზე. დენ ფრიდს, ძალიან ჭკვიან, გათვითცნობიერებულ და საქართველოს მიმართ უაღრესად კეთილგანწყობილ ადამიანს, თხოვეს, შეედარებინა რუსეთის პოლიტიკა და მისი შედეგები საქართველოს და უკრაინის მიმართ. ფრიდის აზრით, ეს ორი შემთხვევა ძალიან მსგავსია, მაგრამ არის ორი განსხვავება: ერთი, რომ საქართველოს შემთხვევაში დასავლეთის პასუხი გაცილებით უფრო სუსტი და არათანმიმდევრული იყო; მაგრამ მთავარი განსხვავებაა, რომ უკრაინამ შეინარჩუნა დასავლური ორიენტაციის ერთგულება, მაშინ როდესაც დღევანდელი საქართველოს ხელისუფლების ქმედებებიდან ამას ვეღარ ვიტყვით.

არაფერი ჩვენთვის ახალი და ორიგინალური ამ კაცს არ უთქვამს, მაგრამ კარგად გამოჩნდა, რომ ეს დამოკიდებულება ჩვენი ხელისუფლების მიმართ დასავლეთში უკვე საყოველთაოდაა გაზიარებული: ჩვენი დასავლური კურსისგან ცარიელი დეკლარაცია დარჩა. საქართველოს სურვილისა, დარჩეს დასავლეთის პარტნიორად, უკვე აღარ სჯერათ (თუმცა ჯერ კიდევ სჯერათ, რომ საზოგადოებას ეს სურვილი აქვს).

ჩემს ვოლზე წერდნენ, რომ ჩვენს თავდაცვის მინისტრს სადღაც კარგი (ანუ პრო-ნატოური) განცხადება გაუკეთებია და ხელისუფლების კრიტიკოსებს ეს რატომ არ უხარიათ და მას ამისთვის რატომ არ აქებენ. კი, თავისთავად კარგია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ხანდახან მაინც საჭიროდ თვლიან იმის გახსენებას, რომ ნატოს წევრობა ქვეყნის მიზნად რჩება. მაგრამ მეორეხარისხოვანი ფიგურის მიერ ცალკე აღებულ განცხადებას დიდი ღირებულება არა აქვს, როდესაც ხელისუფლების მთელი პოლიტიკა მისი საპირისპიროა.”

“საქართველოს მთავრობის ქმედებები გვაფიქრებს, სურთ დასავლეთთან ინტეგრაცია?” – დენიელ ფრიდი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved