უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, უკრაინიდან საქართველოში ჩამოსული 590 მოსწავლე საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა. მათ შორის 140 მოსწავლე – სსიპ მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის N41 საჯარო სკოლის უკრაინულ სექტორზე ჩაირიცხა.
ამასთან, ჩარიცხული მოსწავლეების გადანაწილება რეგიონულ ჭრილში ასეთია; აჭარა – 213; გურია – 4 ; თბილისი – 284; იმერეთი – 23; კახეთი – 6; რაჭა-ლეჩხუმი – 1; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 12; სამცხე-ჯავახეთი – 9; ქვემო ქართლი – 31; შიდა ქართლი – 7.
კომენტარები